საქართველოს კულტურის პალატამ 2015 წლის სექტემბერში სპეციალური ჯილდო - „ხალხის რჩეული" დააწესა.
კულტურის პალატის ინფორმაციით, საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად, პირველი საპატიო ჯილდო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს გადაეცემა.
„დაჯილდოვების ცერემონიალი 29 დეკემბერს, საპატრიარქო რეზიდენციაში შედგება. უწმინდესსა და უნეტარესს, „ხალხის რჩეულის" ჯილდოს საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი დავით ოქიტაშვილი გადასცემს.
კულტურის პალატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქს აღსაყდრების 38-ე წლისთავს ულოცავს. უფალმა ჯანმრთელი და დღეგრძელი გვიმყოფოს დიდხანს", - ნათქვამია კულტურის პალატის განცხადებაში.
მოამზადა სალომე ჯანდიერმა