ევროპამ საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაცია დაასრულა. რა პროცედურებია გასავლელი და რა სარგებელს ნახავს საქართველოს მოსახლეობა ამ რატიფიკაციით, - ამ საკითხზე „ალიას" ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ყოფილი თავჯდომარე ვიქტორ დოლიძე ესაუბრა.
„დადებითი დასკვნის მომზადების შემდეგ, ევროკომისიამ ევროპარლამენტს გადასცა რეკომენდაცია, რათა მომავალი წლიდან ევროკავშირისა და შენგენის ზონის ქვეყნებთან საქართველოსთვის ამოქმედდეს სავიზო რეჟიმი. ამ საკითხს განიხილავს შინაგან საქმეთა და სამოქალაქო საკითხთა კომიტეტი, რომელიც ასევე წარუდგენს, სავარაუდოდ, დადებით დასკვნას ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რომელიც შემდგომ უკვე ევროპარლამენტის სხდომაზე განიხილავს აღნიშნულ საკითხს . დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დაუბრუნდება უკან ევროკომისიას, რომ გააგრძელოს მუშაობა და რაც შეიძლება დროულად ამოქმედდეს ეს თემა. პროცესი 5-6 თვეზე მეტი არ უნდა გაგრძელდეს.
რაც შეეხება სარგებელს, არცერთ ჩვენს მოქალაქეს აღარ მოუწევს ვიზის ასაღებად რიგში დგომა. მინახავს დიდი რიგები, როგორ წვალობენ ამ პროცედურის გასავლელად... ჩვენ პოსტსაბჭოური სივრციდან გამოვდივართ და ევროპულ სისტემაზე გადავდივართ. ამას ჩვენი მოქალქეებისთვის ვაკეთებთ, რომ უფრო განვვითარდეთ, უფრო წინ წავიდეთ, უფრო მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ ქვეყანაში, ქვეყანა უფრო გამდიდრდეს და ხალხს კეთილდღეობის უფრო მეტი პერსპექტივა გავუჩინოთ", - განაცხადა დოლიძემ.
წყარო: გაზეთი „ალია"
(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)