reportiori.ge - სოსო რობაქიძე: შვილის საფლავი რომ არ მქონდეს აქ, ნამდვილად დავტოვებდი ქვეყანას!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 17:58
საზოგადოება
სოსო რობაქიძე: შვილის საფლავი რომ არ მქონდეს აქ, ნამდვილად დავტოვებდი ქვეყანას!
ავტორი:
25 დეკემბერი, 2015. 21:13


 

ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე ლევან მურუსიძის მოსამართლედ დარჩენას აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ ის, რაც დღეს მოხდა წინა ხელისუფლების მიერ, უსამართლოდ გამწარებული შვილმკვდარი მშობლებისთვის სულში ჩაფურთხებაა.


როგორც რობაქიძემ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა, ერთადერთი რაც საქართველოში აკავებს მისი შვილის, ბუტა რობაქიძის საფლავია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ქვეყანას დატოვებდა, რადგან სამართლიანობა არათუ აღდგა, პირიქით, დამნაშავეები დღეს მაღალ თანამდებობებზე გვევლინებიან.


 

„ერთი შვილის საფლავი რომ არ მქონდეს აქ, ნამდვილად დავტოვებდი ქვეყანას, მაგრამ არაფერია გამორიცხული. გუშინწინ ქალბატონი ირინა ენუქიძე დააჯილდოვეს, ახლა გეკითხებით მე თქვენ, ან იმ ჯილდოს რამე ფასი აქვს?

 

სანამ დროა გამოასწორონ ეს სიტუაცია. საქართველოში დატრიალდება 2007 წლის „კარუსელი", ის ხალხი, რომლებმაც მაშინ სააკაშვილი და ადეიშვილი გადატეხა ხერხემალში მაშინ, გირგვლიანი იყო, რობაქიძე იყო, ვაზაგაშვილი თუ ვინც იყო, ჩვენ ისევ იქ ვდგავართ და დავიწყებთ ყველაფერს თავიდან იმისათვის, რომ ასეთ ზონდერ მოსამართლეები არ არსებობდნენ. რომ არ გვინდოდა ასეთი მოსამართლეები იმიტომ მოხდა ყველაფერი და თუ ასე უნდათ, მაშინ პირდაპირ ვიძახი, მიიღებენ მისაღებს და საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ხალხი აიღებს თავის თავზე ყველაფერს, დაინიშნება დროებითი მთავრობა და ქვეყანა დადგება ფეხზე.

ამდენი შეურაცხყოფები იმის შემდეგ რაც ამ ხალხმა გადაიტანა, იმის შემდეგ რაც სასაფლაოები გაავსეს, რაც ამდენი უსამართლობა მოხდა... როდესაც „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში 200 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, თუ ეს სისტემა იყო კარგი, მაშინ რატომ არსებობდა ამდენი პოლიტპატიმარი? ეს კორპუსი მთლიანად დასანგრევია."- განაცხადა რობაქიძემ.  


ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს. მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო. ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა, ლევან მურუსიძემ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.

მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო. ამ დროისთვის, საბჭოში 14 წევრია.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016