reportiori.ge - სოსო რობაქიძე: ჩემთვის დღეიდან სასამართლო აღარ არსებობს... სისხლი სისხლის წილ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:20
საზოგადოება
სოსო რობაქიძე: ჩემთვის დღეიდან სასამართლო აღარ არსებობს... სისხლი სისხლის წილ!
ავტორი:
25 დეკემბერი, 2015. 21:34



წინა ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის მამა, სოსო რობაქიძე იუსტიციის საბჭოს მიერ,  ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევას ერთ-ერთ ყველაზე დიდ უსამართლობად აფასებს და აღნიშნავს, რომ უკვე დროა ქვეყნის მართვა ხალხმა აიღს საკუთარ თავზე, ამას ხელს კი ხელისუფლების მიერ მიღებული გარკვეული გადაწყვეტილებებიც უწყობს.


„ეს მთავრობაც მიეჩვია, რომ მხოლოდ აგინებენ „ნაციონალებს" და საქმე არ ჩანს. ასეთ მდგომარეობაშია იუსტიციის მინისტრიც. მინისტრი კი არა დღეს სასამართლომაც და უზენაესმა საბჭომაც უნდა გააკეთოს რაღაცა. ეს მთავრობა მოვიდა იმ სლოგანით, რომ სამართლიანობა უნდა აღედგინა, თუ აღადგენდა სამართლიანობას დღეს ეს კაცი მოსამართლე აღარ იქნებოდა, ვერ იქნებოდნენ „ნაციონალები" მთავარი ოპოზიციური ძალა და ისინი, ვინც ციხეში  მოსახვედრი იყო, მოხვდებობდნენ ციხეში.  მაშინ არც მურუსიძეს ექნენობა 10 წლიანი მოსამართლის მანტია!

 

დემოკრატიული ქვეყანა არსებობს მაშინ, როცა დამნაშავეები ისჯებიან და უდანაშაულო ხალხს ხელს არ კიდებს არავინ. ჩვენს ქვეყანაში დამნაშავეებს ხელს არ კიდებს არავინ და ასე არ შედგება ეს ქვეყანა. სხვათაშორის მაგას გადაყვა იური ვაზაგაშვილი, რომ ამ მთავრობამ არ აღადგინა სამართლიანობა.

 

ჩემთვის დღეიდან სასამართლო აღარ არსებობს. ბუტას საქმე არ დამთავრებულა და ყველას ვეუბნები, ზურგი  შეაქციონ სასამართლოს. ეს არ არის სასამართლო. ასეთ დროს ქვეყანაში იცით რა ხდება? სისხლი სისხლის წილ!"- განაცხადა სოსო რობაქიძემ.



ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს.  მურუსიძემ 11-დან 10 ხმა მიიღო.  ორი წევრი კენჭისყრას არ ესწრებოდა, ლევან მურუსიძემ კი არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო.


მოსამართლედ დანიშვნისთვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა რაოდენობის 2/3 ხმაა საჭირო. ამ დროისთვის, საბჭოში 14 წევრია.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016