reportiori.ge - ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:36
საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები
ავტორი:
25 დეკემბერი, 2015. 23:26



ყოფილი პრემიერ-მინისტრის სოციალური მედიის მენეჯერი ბექა მჭედლიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებული ღირებული პროექტების შესახებ წერს.


„ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები  ჩემთვის, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელდა საქართველოში :

 

საქართველოს სოლიდარობის ფონდი, რომელმაც გადაარჩინა 192 ბავშვი და ახალგაზრდა და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს გადაარჩენს და რომელმაც პირველ რიგში შეძლო ის რომ საზოგადოება გახდა სოლიდარული სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების და ახალგაზრდების მიმართ;

 

განათლების საერთაშორისო ცენტრი - რომელმაც ამ დროისათვის 190 ქართველი ახალგაზრდა გაუშვა სასწავლებლად უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში და რომლებიც სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოს საჯარო მოხელეები გახდებიან;

 

500 ლარიანი ყოველთვიური დახმარება საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს, ხოლო ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს 100 000 ლარიანი ერთჯერადი კომპენსაცია და ყოველთვიურად 1000 ლარიანი;

 

აბრეშუმის გზის ფორუმის დაარსება;

 

საქართველოს სოფლების ინტერნეტიზაცია, რომელსაც ფონდი "ქართუ" აფინანსებს და რომელიც მოსახლეობის ინფორმირებულობის და განათლების დონეს მკვეთრად გაზრდის;

 

და რაც მთავარია ვიზალიბერალიზაციის პროცესი, რომელიც სულ რამდენიმე თვეში რეალობად იქცევა და საქართველოს მოქალაქეებს თავისუფლად შეგვეძლება გადაადგილება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნანაში;"


ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერის რანგში მუშაობის არქივი შეგიძლიათ ნახოთ აქ,წლების მიხედვით :

http://irakligaribashvili.ge/2013/

http://irakligaribashvili.ge/2014/

http://irakligaribashvili.ge/2015/


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016