reportiori.ge - რობერტ სტურუა: მეგონა მარგველაშვილი ნორმალური, ქართველი ინტელიგენტი გამოვიდოდა...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:29
საზოგადოება
რობერტ სტურუა: მეგონა მარგველაშვილი ნორმალური, ქართველი ინტელიგენტი გამოვიდოდა...
ავტორი:
26 დეკემბერი, 2015. 00:06



რეჟისორი რობერტ სტურუა საქარველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მუშაობით კმაყოფილი არ არის. როგორც სტურუამ გადაცემაში „პრიორიტეტი" განაცხადა, როდესაც მარგველაშვილს უყურებს, უსუსურობის განცდა ეუფლება.


 

„კარგად ვიცნობ გიორგი მარგველაშვილის მშობლებს და მეგონა, რომ ის გამოვიდოდა ნორმალური, ქართველი ინტელიგენტი, მაგრამ ისიც ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში, ინტრიგებში და გასაგებია, რომ ხან იქეთ არის, ხან აქეთ. ეს ძალიან მეწყინა მე პირადად, რადგან მისი ძალიან დიდი იმედი მქონდა.

 

საქართველო აღარ იყო პრეზიდენტის რესპუბლიკა და მე გერმანიის პრეზიდენტთან ერთად, როდესაც გასტროლებზე ვიყავი, ვიჯექი ლოჟაში, ვუყურებდი „რიჩარდ მესამეს." როდესაც დამთავრდა სპექტაკლი მეუბნება აბსოლუტურად ბოლშევიკურ ფრაზას, სად არის შენი ოპტიმიზმიო? როგორ შეიძლება ასე საშინლად დამთავრდეს პიესა, ხალხს რაღაც იმედი უნდა დაუტოვოო. ამას მეუბნება გერმანელი პრეზიდენტი. თუ ის ასეთია, ახლა ჩვენი პრეზიდენტი  რატომ უნდა იყოს იმაზე კარგი?

მეგონა მარგველაშვილი უკეთესი იქნებოდა, რაღაც უსუსურობის შეგრძნება მაქვს. ვინც პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდა,  ყველას ამბიციებმა იხეთქა, თითქოს ეს სავარძელი დაავადებულია რაღაც მიკრობებით."- განაცხადა სტურუამ.  


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016