რეჟისორი რობერტ სტურუა საქარველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური მუშაობით კმაყოფილი არ არის. როგორც სტურუამ გადაცემაში „პრიორიტეტი" განაცხადა, როდესაც მარგველაშვილს უყურებს, უსუსურობის განცდა ეუფლება.
„კარგად ვიცნობ გიორგი მარგველაშვილის მშობლებს და მეგონა, რომ ის გამოვიდოდა ნორმალური, ქართველი ინტელიგენტი, მაგრამ ისიც ჩაერთო პოლიტიკურ ბრძოლაში, ინტრიგებში და გასაგებია, რომ ხან იქეთ არის, ხან აქეთ. ეს ძალიან მეწყინა მე პირადად, რადგან მისი ძალიან დიდი იმედი მქონდა.
საქართველო აღარ იყო პრეზიდენტის რესპუბლიკა და მე გერმანიის პრეზიდენტთან ერთად, როდესაც გასტროლებზე ვიყავი, ვიჯექი ლოჟაში, ვუყურებდი „რიჩარდ მესამეს." როდესაც დამთავრდა სპექტაკლი მეუბნება აბსოლუტურად ბოლშევიკურ ფრაზას, სად არის შენი ოპტიმიზმიო? როგორ შეიძლება ასე საშინლად დამთავრდეს პიესა, ხალხს რაღაც იმედი უნდა დაუტოვოო. ამას მეუბნება გერმანელი პრეზიდენტი. თუ ის ასეთია, ახლა ჩვენი პრეზიდენტი რატომ უნდა იყოს იმაზე კარგი?
მეგონა მარგველაშვილი უკეთესი იქნებოდა, რაღაც უსუსურობის შეგრძნება მაქვს. ვინც პრეზიდენტის სავარძელში ჩაჯდა, ყველას ამბიციებმა იხეთქა, თითქოს ეს სავარძელი დაავადებულია რაღაც მიკრობებით."- განაცხადა სტურუამ.