reportiori.ge - შსს-მ თბილისში ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 15:37
სამართალი
შსს-მ თბილისში ყაჩაღობის ორი ფაქტი გახსნა
ავტორი:
26 დეკემბერი, 2015. 10:17


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული ლევან ქ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 20 დეკემბერს თბილისში ფარმაცევტული კომპანია „ჯი-პი-სი"-ს აფთიაქი დააყაჩაღა. ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ლევან ქ-მ აფთიაქის ფარმაცევტს 700 ლარამდე თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ასევე დადგინდა, რომ ლევან ქ-მ 18 დეკემბერს, თბილისში, ვანის ქუჩაზე, სასურსათო მაღაზია დააყაჩაღა და მოლარე-ოპერატორს იარაღის მუქარით 100 ლარამდე თანხა გასტაცა.


სამართალდამცველებმა, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.


გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016