reportiori.ge - საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 15:23
სამართალი
საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ავტორი:
26 დეკემბერი, 2015. 10:34


საქალაქო სასამართლო გიორგი ოქროპირიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ სცნო ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის.



2015 წლის 25 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა ახალმა შემადგენლობამ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ.

 

თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული გიორგი ოქროპირიძე დამნაშავედ სცნო ლაშა მახარაძის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისათვის.

 

გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებული იქნა 10 ხმით, 2-ის წინააღმდეგ.

 

გიორგი ოქროპირიძეს ბრალად ედებოდა განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში, კერძოდ - არაერთგზის; ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება.

 

ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის და ბრალდების ამ ნაწილში . ოქროპირიძე უდანაშაულოდ სცნეს.

 

მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას არ მიიღებენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 2015 წლის 26 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება, სადაც ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის გათვალისწინებით სხდომის თავმჯდომარე განაჩენს დაადგენს და განსაზღვრავს სასჯელის სახეს და ზომას.

 

აღნიშნულ საქმეზე გაიმართა 16 სხდომა, დაიკითხა ბრალდების 32 და დაცვის 2 მოწმე და თავად ბრალდებული.

 

განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას." - ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016