reportiori.ge - შსს-ს მომსახურების სააგენტო შიდა ტრანზიტის განახლებული სანომრე ნიშნების გაცემას იწყებს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:32
საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტო შიდა ტრანზიტის განახლებული სანომრე ნიშნების გაცემას იწყებს
ავტორი:
26 დეკემბერი, 2015. 16:06


შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, ევროპული სახელმწიფოების მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობისა და უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით, 2016 წლის 1 იანვრიდან სატრანსპორტო საშუალებებისა და მოტოციკლის შიდა ტრანზიტის განახლებული სანომრე ნიშნების გაცემას იწყებს.


„სატრანსპორტო საშუალებებისთვის განკუთვნილ, განახლებულ სარეგისტრაციო ნიშანს მარცხენა მხარეს გასდევს ლურჯი ზოლი, რომლის ზედა ნაწილში გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო დროშა, ხოლო ქვედა ნაწილში - საქართველოს საერთაშორისო კოდი „GE". სარეგისტრაციო ნიშანზე, მარცხნიდან მარჯვნივ, თეთრ ფონზე წითელი ფერით დაიწერება სერია და 4 ციფრიანი ნომერი.

 

უსაფრთხოების ხარისხის გაზრდის მიზნით, ახალ შიდა სატრანზიტო სანომრე ნიშანს აქვს ფალსიფიცირების საწინააღმდეგო ჰოლოგრამა საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით.

 

განახლებული ტრანზიტული ნომრის სერია სატრანსპორტო საშუალებებისთვის დაიწყება ლათინური ასოებით „GE", ხოლო მოტოციკლისთვის გათვალისწინებულია ერთი ლათინური ასო „G".

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასური და ვადები არ იცვლება. შიდა ტრანზიტით სარგებლობის საფასური ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვის 1 დღეზე კვლავ 1 ლარს შეადგენს.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ ევროპული სტანდარტების შესაბამისი, ახალი დიზაინის სახელმწიფო სანომრე ნიშანი მომხმარებელს გასულ წელს შესთავაზა, 2016 წლის 1 იანვრიდან კი ცვლილება შიდა ტრანზიტულ ნიშანს შეეხება", - ნათქვამია განცხადებაში. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016