reportiori.ge - ეს 6 წლის ფინელი გოგონაა, რომელმაც საშობაოდ წერილი მისწერა ღმერთს...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:40
საზოგადოება
ეს 6 წლის ფინელი გოგონაა, რომელმაც საშობაოდ წერილი მისწერა ღმერთს...
ავტორი:
26 დეკემბერი, 2015. 19:15



„ეს 6 წლის ფინელი გოგონაა, რომელმაც საშობაოდ წერილი მისწერა ღმერთს, სადაც სთხოვდა 100 მარკა ეჩუქებინა მისთვის. ფინეთში, არასწორი მისამართის მქონე წერილების გახსნის უფლება აქვს მხოლოდ რესპუბლიკის პრეზიდენტს. ასე, რომ წერილი მისამართით -"ბატონო ღმერთო", წაიკითხა ურჰო კალევა კეკონენმა, ფინეთის პრეზიდენტმა (1958-1982 წლებში), რომელმაც გადაწყვიტა შეესრულებინა ბავშვის თხოვნა, მაგრამ ჩათვალა, რომ ასეთი პატარა ბავშვისთვის 100 მარკა მეტისმეტად ბევრი იყო, ამიტომ ბრძანა, ხელგასთვის მისი ავტომობილით გაეგზავნათ 50 მარკა და თან "წერილი ღმერთისგან". მალე, კანცელარიაში ისევ მიიღეს წერილი პატარა ხელგასგან, სადაც ბავშვი წერდა ღმერთს, რომ მას ფული მიუტანეს პრეზიდენტის ავტომობილით, რამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მის ქუჩაზე და ასევე, სთხოვდა ღმერთს, რომ არასოდეს გაეგზავნა ვინმესთვის ფული პრეზიდენტის ხელით, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ფულის ნახევარი მოიპარა.

 

P.S. სამაგიეროდ ჩვენთან, პრეზიდენტთან გაგზავნილ წერილს ყველა კითხულობს მის გარდა და თანაც უშედეგოდ!", - წერს სოციალურ ქსელში ანა ანდრონიკაშვილი.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016