reportiori.ge - 33 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:28
საზოგადოება
33 დევნილ ოჯახს თბილისში ბინები გადაეცა
ავტორი:
27 დეკემბერი, 2015. 11:43



22-წლიანი დევნილობის შემდეგ, თბილისში ე.წ. „ოლიმპიურ სოფელში" და მენაშენეებისგან გამოსყიდულ კორპუსებში 561 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა. 


საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სოზარ სუბარმა თბილისში,  დოდაშვილის ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსში 33 დევნილ ოჯახს ბინების გასაღებები გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.


ბინების გადაცემის ღონისძიებას ასევე დაესწრნენ დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე, შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი.


დოდაშვილის ქუჩა  N18/22-ში მდებარე კორპუსი სამშენებლო კომპანია შპს „ბან"-მა ააშენა.  მენაშენეებისაგან საცხოვრებელი ფართების შესყიდვას სამინისტრო კონკურსის წესით ახორციელებს.


დოდაშვილის ქუჩაზე არსებული 33 ბინიდან 4-ერთოთახიანია, 13-ოროთახიანი და 16- სამოთახიანი.


2016  წელს   თბილისში ბინას კიდევ 500 დევნილი ოჯახი  მიიღებს.


 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016