თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება - ეროვნულიფორუმი" თავმჯდომარის ავთანდილ დავითაძის მხარდაჭერითა და მომღერალ დავით არჩვაძის ინიციატივით, საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში შშმ ბავშვებისთვისსაახალწლო კონცერტი გაიმართა.
კონცერტის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა დასაკრებულოს დეპუტატმა ავთანდილ დავითაძემ მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს და დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა დავით არჩვაძის აღსაზრდელ ბავშვთა გუნდებმა მიიღეს,რომლებმაც თანატოლებს და მოწვეულ სტუმრებს ხელმძღვანელის საავტორო სიმღერებიშეუსრულეს. პატარებთან ერთად კონცერტში მონაწილეობა დავით არჩვაძემ, ქართულმახმებმა, ეკა მამალაძემ, თემურ წიკლაურმა და ქართული ესტრადის სხვა ვარსკვლავებმამიიღეს.
დასასრულს, დავით არჩვაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს და ფრაქციას "ქართული ოცნება -ეროვნული ფორუმი" ამ ღონისძიების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
კონცერტს საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად საკრებულოს დეპუტატები ესწრებოდნენ.