reportiori.ge - მსჯავრდებულ თეა სირაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:31
საზოგადოება
მსჯავრდებულ თეა სირაძის შეწყალების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
ავტორი:
27 დეკემბერი, 2015. 22:46



სამშაბათს 13:00 საათზე, ოთხი შვილის დედის, მსჯავრდებულ თეა სირაძის შეწყალების მოთხვონით პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან აქცია-ბრიფინგი გაიმართება.


აქციის ორგანიზატორები გიორგი მარგველაშვილს მიმართავენ და და სთხოვენ, რომ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში შეიწყალოს.



„საქართველოს პრეზიდენტს - გიორგი მარგველაშვილს

თეა სირაძის მხარდამჭერთა საინიციატივო ჯგუფის სახელით:

-ნო პრეზიდენტო,

 

გვინდა მოგახსენოთ, რომ ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდის მსჯავრდებული თეა სირაძე, რომელიც 2010 წელს სააკაშვილის რეჟიმის დროინდელი პროკურატურის მიერ შეთითხნილი ბრალდებითა და . თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული უკანონო განაჩენით მსჯავრდებულია ადამიანის გატაცების, ფულის გამოძალვისა და ხულიგნობის ბრალდებით, სასამართლომ ახალგაზრდა ქალი სასჯელთა შეკრებითობის პრინციპით, უმძიმესი განაჩენი გამოუტანა - 28 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. რასაც თავად მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველები დღემდე არ ეთანხმებიან. თეა სირაძის თქმით საკუთარი თანხის დაბრუნებას ითხოვდა და 5 ინდოელი მამაკაცისგან თავს იცავდა,

 

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ თეა სირაძე გახლავთ მრავალშვილიანი დედა, საქართველოს სამგზის ჩემპიონი კიკბოქსინგში, რომელიც როგორც საზოგადოებაში, ისე სასჯელ აღსრულების დაწასებულებაში ხასიათდება დადებით პიროვნებად.

 

ამა წლის ივლისში შეწყალების კომისიამ განიხილა თეა სირაძის შეწყალების თხოვნა, თუმცა იმის გამო, რომ ის ვერ აკმაყოფილებდა ვადით განსაზღვრულ კრიტერიუმებს, კომისიამ მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო. უარყოფითი პასუხი შეწყალების კომისიის დებულების, შეწყალების წესის შესახებ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარეობდა: „შეწყალება არ გამოიყენება იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც მსჯავრდებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის, შეფარდებული აქვს თავისუფლების აღკვეთა ხუთ წელზე მეტი ვადით და მოხდილი არა აქვს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსახდელად განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის ვადის ნახევარი".

 

-ნო პრეზიდენტო, გთხოვთ, შეიწყალოთ თეა სირაძე! თქვენ კანონით, შეწყალების კომისიის კრიტერიუმების გარეშეც გაქვთ ამის უფლებამოსილება!

 

საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის ბრძანებულება №120, „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ" მე-3 მუხლის მე-2 პუნქტიდან გამომდინარე: „საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე"

პატივისცემით,

ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI)

სოსო მანჯავიძე (თბილისის საკრებულოს წევრი)

დიმიტრი ლორთქიფანიძე (უფლებადამცველი)

ანი დარსალია (გაერთიანებული საზოგადოება)

ნატალია ხოხიაშვილი (ახალი თაობა დემოკრატიული საქართველოსთვის)

დავით ლილუაშვილი (უფლებადამცველი)

ელენე ლორთქიფანიძე (საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობა)

მაია ხარაძე (კოალიცია ჩვენი უფლებებისათვის)

გუჯა შვანგირაძე (პუბლიცისტი)

გიორგი ტიგინაშვილი (პუბლიცისტი)

ქეთევან ბურნაძე (უფლებადამცველი)

ალექსანდრე ფალვანდიშვილი (უფლებადამცველი)

რამაზ გაგნიძე (ქართული მისია)

ზაზა დავითაია (ჟურნალისტი)

ქეთევან მიქაძე (ჟურნალისტი)


 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016