reportiori.ge - „თვალებში ეწერა ხომ არ დამსჯითო?“- სოციალურმა მაცივარმა ფუნქციონირება დაიწყო
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:41
საზოგადოება
„თვალებში ეწერა ხომ არ დამსჯითო?“- სოციალურმა მაცივარმა ფუნქციონირება დაიწყო
ავტორი:
28 დეკემბერი, 2015. 01:31


გორში სოციალურმა მაცივარმა ფუნქციონირება დაიწყო. ახალგაზრდულმა მოძრაობამ „დროა" გორში, ქუჩაში მაცივარი დადგა, სადაც  მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გაჭირვებულთათვის სურსათი ან სხვა საკვები დადონ.


სოციალურ პროექტთან დაკავშირებით ერთ-ერთი ფეისბუქის მომხმარებელი სტატუსს ავრცელესბ.


 

„მაცივართან ვიდექი, პირობებს ვკითხულობდი. შავებში ჩაცმული ქალი მომიახლოვდა. შვილო რას არიგებენო მეკითხება. შევხედე, გავუღიმე, სახეზე სისხლჩაქცევები ჰქონდა, ცხირზე ლაქა. მხოლოდ გაცრეცილი ჯემპრი ეცვა. აბუზული იყო და აკანკალებდა. თმა შეთეთრებული...

 -აი დეიდა ახლგაზრდებმა მაცივარი დადგეს, პროდუქტები დააწყვეს და ვისაც შესაძლებლობა არა აქვს შეუძლია აიღოს მეთქი.

 

მაცივრისკენ სწრაფად შეტრიალდა. დაბლა თაროზე ხაჭაპური და ღვეზელები იდო. ისევ მომიტრიალდა და მეკითხება-შეიძლება ხაჭაპური ავიღოო? თვალებში ეწერა დანაშაულს ხომ არ ჩავიდენ, ხომ არ დამსჯითო.?

 

ისევ გავუღიმე - კი, კი, თქვენთვის არის ეს მაცივარი, მოდით და აიღეთ ხოლმე მეთქი.

მაცივრის კარი სწრაფად გააღო, ხაჭაპური გამოიღო, წელში ჯერ გასწორებული არ იყო, გამომხედა, ახლა მან გამიღიმა- მადლობაო და იქაურობას სწრაფად გაეცალა. ზურგზე მოვასწარი თვალის შევლება, დავინახე რომ მარჯვენა ხელი სახისკენ წაიღო და აიფარა.

 

 

 

დღეს ჩემს ქალაქში კარგმა ახალგაზრდებმა, ახალგაზრდული მოძრაობა "დროადან" სოციალური მაცივარი დადგეს. იმედი მაქვს მაცივარში პროდუქტი არ გამოილევა და შემავსებელთა რიცხვი უფრო მეტი იქნება ვიდრე ამ პროდუქტების ამღებებისა. ახალი წელი მოდის და იქნებ გავავსოთ ეს მაცივარი ჩემო გორელებო. ყველას გილოცავთ, ხვავი და ბარაქა არ მოგაკლოთ ღმერთმა, მაგრამ ვისაც ეს აკლია მივეხმაროთ. მაცივარი თი ბი სი ბანკის გვერდით დგას."- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016