იუმორისტი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე ალეკო ელისაშვილის ბრალდებებთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს მიმართავს:
„გიორგი მარგველაშვილი: - "თქვენ მეკითხებით, 2014 წელს, თუ ვნახე ეს მესიჯები რეალურად, რატომ აღარ დავინტერესდი ალეკო ელისაშვილის მესიჯების შემდგომი ბედით? როგორ არ დავინტერესდი!
აი, ახლაც ღია ეთერში ვინტერესდები! მაგრამ პროკურატურა არ იძლევა პასუხს! მე რამდენჯერმე გაუპატიურების საქმის მიმართაც გამოვთქვი ინტერესი ღია ეთერში! მაგრამ არც ამაზე მიპასუხა არავინ!"
ბატონო საქართველოს პრეზიდენტო და სხვებო! რას ქვია "ღია ეთერში დაინტერესდი"??? ამხელა აპარატი ტყუილად გყავს??? წერილობით რატომ არ მიმართე პროკურატურას??? და მერე ამ მიმართვაზე ოფიციალური პასუხი რატომ არ მოითხოვე???
როგორ, პროკურატურა ჩასაფრებული უნდა იჯდეს ტელევიზორთან და ელოდოს რითი დაინტერსდება ხოლმე პრეზიდენტი და მერე უნდა გამოიქცნენ და "ატჩოტები" ჩაგაბარონ?
გვაშაყირებთ?
ღია ეთერიდან თუ გინდა ხოლმე მიმართვები და დაინტერესებები, გადადექი პრეზიდენტის პოსტიდან და რომელიმე ტელევიზიაში "თოქ-შოუ" გააკეთე!", - წერს ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში.