reportiori.ge - ბაკურ სვანიძე: არ მაინტერესებს ვინაობები, მესიჯის შინაარსი დადეთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:12
საზოგადოება
ბაკურ სვანიძე: არ მაინტერესებს ვინაობები, მესიჯის შინაარსი დადეთ!
ავტორი:
28 დეკემბერი, 2015. 11:05


იუმორისტი და ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:


მთავარი შინაარსია და არა გამომგზავნის ვინაობა!!!! „იმედზე" ისევ ალეკო ელისაშვილზე და მის "ესემესებზე" ალაპარაკეს გიორგი მარგველაშვილი... პრეზიდენტმა თქვა - კი წავიკითხე ეს მესიჯები და ალეკოს ვუთხარი, თუ ვინმე ზეწოლას გაბედავს, პირადად მე მომმართეო... და სულ ეგ იყოო... დაიძვრინა თავი... ანუ, პრეზიდენტმა დაადასტურა მხოლოდ ის, რომ - "წავიკითხე მესიჯიო"! ვერ თქვა - იმ მესჯში ზეწოლა ჩანდაო! მერე, ნუ აქო და ადიდა "წმინდა ალეკო"... ეგ სხვა თემაა... მაგრამ, აი, პირადად მივმართავ ალეკო ელისაშვილს:- ყველა უარყოფით სიტყვას უკან წავიღებ და ბოდიშს მოვიხდი, უბრალოდ თქვი, რა წერია მაგ მესიჯებში? აი, თუნდაც მხოლოდ ერთი, შენი აზრით ყველაზე უფრო დიდი ზეწოლის დამადასტურებელი  მესიჯის შინაარსი გვითხარი გეუდარები რა!

 

ბიჯოს! დავიტანჯე კაცი! არ მაინტერსებს არც მაგ მესიჯის ავტორი! არც მისი ტელეფონის ნომერი! ნუ დაასახელებ! თავად მესიჯის შინაარსი გვითხარი! მუქარა არის მესიჯში? ქრთამის აღების ფაქტი არის მესიჯში? თუ რა არის? მხოლოდ ის თუ არის რომ  "დეპუტატი ისტერიულად ინტერესდება კონკრეტული პატიმრის შესაწყალებელთა სიაში შეტანით" - ეს ბრალდება არ არის პატივცემულო "წმინდაო" და პრეზიდენტო!!!! ნებისმიერ დეპუტატს აქვს უფლება თუ უნდა "ისტერიულად" და თუ  უნდა "მშვიდად" ეკონტაქტოს შეწყალების კომისიის თავმჯდომარეს და კონკრეტული პატიმრით დაინტერესდეს! ეს არ არის სისსხლის სამართლის დანაშაული ამიტომ, კიდევ ვიმეორებ! არ მაინტერესებს ვინაობები, მესიჯის შინაარსი დადეთ!!!! თუ არადა, რა ჩემს ფეხს იძიებს პროკურატურა? ეგრე მეც მემესიჯებიან პოლიტიკოსები ხანდახან... მერე?", - წერს სვანიძე.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016