reportiori.ge - გოჩა შონია: სავარაუდოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის ტარიფი არ გაიზრდება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:23
საზოგადოება
გოჩა შონია: სავარაუდოდ, „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის ტარიფი არ გაიზრდება
ავტორი:
28 დეკემბერი, 2015. 12:58


სემეკის წევრმა გოჩა შონიამ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ „ენერგო-პრო ჯორჯიას" აბონენტებისთვის ტარიფი, სავარაუდოდ, არ გაიზრდება.



სემეკმა ენერგო-პრო ჯორჯიას" დღეს მოქმედი ტარიფები 2014 წლის სექტემბერში დაუდგინა და ის ძალაში 2015 წლის 31 დეკემბრამდეა. შესაბამისად, დღეს დეპარტამენტმა უნდა წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები ტარიფებთან და დაკორექტირებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას. ტარიფი, სავარაუდოდ, არ გაიზრდება მოსახლეობისთვის, თუმცა კომისია წარმოადგენს დეტალურ ანგარიშს და ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება მიღებული", - განაცხადა გოჩა შონიამ.



მეთოდოლოგიის საფუძველზე სემეკმა „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის" ელექტროენერგიის დანაწილების, გატარებისა და მოხმარების 2016 წლის ტარიფის დადგენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება რამდენიმე თვის წინ დაიწყო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016