reportiori.ge - „ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:36
საზოგადოება
„ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლა ხელს შეუწყობს ჯანსაღ კონკურენციას, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის“
ავტორი:
28 დეკემბერი, 2015. 15:01


ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე  კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია" შემოდის. სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, კომპანია მიმდინარე წლის მაისშია დარეგისტრირებული. კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმას განცხადებით, „ჰუმანითი ჯორჯია" უახლოეს მომავალში ქართულ ფარმაცევტულ ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.


კომპანიაში  აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე დეკემბრის ბოლოს შემოვა.


ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვენის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.


ჩვენი კომპანიია ახალგაზრდაა, მაგრამ ჩვენი უპირატესობაა, რომ კომპანიის მენეჯმენტი დაკომპლექტებულია მსოფლიო გამოცდილების მქონე საუკეთესო სპეციალისტებით. კომპანიის თანამშრომელთა დიდ ნაწილს აქვს  მსოფლიო ბრენდებში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება. „ჰუმანითი ჯორჯია", ეს არის დინამიურად განვითარებადი კომპანია, რომელიც ამბიციური გეგმებით შემოდის საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია, დავმკვიდრდეთ ქართულ ფარმაცევტულ ბიზნესში, როგორც ხელმისაწვდომი, უსაფრთხო და ხარისხიანი პრეპარატების მიმწოდებელი კომპანია", - აცხადებს ანდრეი კუზმა.

 

კუზმას ინფორმაციით, მათი პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.


დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს წარმომადგენელი  თამარ ცინცაბაძე, ქართულ ფარამაცევტულ ბაზარზე შექმნილ მდგომარეობას გამოეხმაურა და ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობაზე მიანიშნა:


 „ჯენერიკების ფართოდ გამოყენება მსოფლიო პრაქტიკაში აპრობირებული მეთოდია,  მივესალმები მათ გამოყენებას,  თუმცა ყველა მათგანის მიმართ სანდოობა ერთნაირი არ არის. ზუსტად ეს უნდა დაარეგულიროს სახელმწიფომ, რომ ქვეყანაში არ იყოს ისეთი მედიკამენტი სააფთიაქო ქსელში, რომელმაც შეიძლება მომხმარებელში კითხვის ნიშანი გააჩინოს. ასევე მნიშვნელოვანია, ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშეების, მათ შორის „ჰუმანითი ჯორჯიას" შემოსვლა,  რაც მეტი კომპანია შემოვა და მთელი ბაზარი არ იქნება თავმოყრილი რამდენიმე დიდი კომპანიის ხელში, რასაკვირველია, ეს მომგებიანი იქნება მომხმარებლისთვისაც და ქვეყნისთვის. გარდა ამისა, ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის მედიკამენტი, თუ მას აქვს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ზოგადად, კონკურენციის ზრდა ამ სფეროში ნამდვილად მისასალმებელია", - ამბობს ცინცაბაძე.

 

პარლმენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრი გიორგი გოზალიშვილი ქართულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსავლას გამოეხმაურა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა:


„ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაიზრდება კონკურენცია, ხოლო მაღალი კონკურენცია ფასების დარეგულირებას გამოიწვევს. რაც შეეხება მათ მიერ შემოტანილი ჯენერიკების ხარისხს, მას მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრება დაარეგულირებს.  ზოგადად, ჯენერიკების შემოტანა და გამოყენება ცუდი არ არის, რასაკვირველია. პირიქით, ეს გააიაფებს ჯანდაცვის ხარჯებს. მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი იქნება მოსახლეობისა ფართო ფენებისათვის, რომელთაც სჭირდებათ აღნიშნული პრეპარატები",  -აცხადებს გოზალიშვილი.

 

თბილისის საოჯახო მედიცინის სასწავლო ცენტრის დირექტორმა მარინა შიხაშვილმა ჯენერიკების გამოყენების აუცილებლობის საკითხზე ისაუბრა და ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას გამოეხმაურა:

 

„კარგი ხარისხის ჯენერიკები ძალიან მიღებული და აპრობირებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რასაკვირველია, ბრენდული მედიკამენტსაც ვიყენებთ და ჯენერიკებსაც, მაგრამ საქართველოში ფარმაცევტულ ბაზარს სჭირდება დარეგულირება, რადგან ხშირ შემთხვევაში ბრენდულ მედიკამენტზე ძვირი სწორედ ჯენერიკები ღირს. ჯენერიკულ მკურნალობას ნიშნავენ იმ შემთხვევაში, როდესაც საჭიროა ხარჯთეფექტური მკურნალობა, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ჩვენთან  ჯენერიკი ბრენდზე ძვირია, რისი რეგულაციაც ჩვენთან ვერ ხერხდება, ამიტომ ძნელია იმის თქმა, რომ აუცილებლად ჯენერიკი უნდა დაინიშნოს ხარჯთეფექტური მკურნალობისათვის. მეორე, უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მისი დანიშვნისას არის ის, რომ ექიმი დარწმუნებული უნდა იყოს მის ხარისხიანობაში. კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით  „ჰუმანითი ჯორჯიაზე", არა მაქვს ინფორმაცია და შესაბამისი კომპეტენცია, მაგრამ ერთს გეტყვით - ინდოეთში არის ევროპის განვითარებული ქვეყნების საწარმოები, რომლებიც იმეორებენ მათ სტანდარტებს. „ჰუმანითი ჯორჯიას" პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით. შესაბამისად, თუ მედიკამენტი ინდოეთშია წარმოებული, არ ნიშნავს, რომ ის აუცილებლად უხარისხოა, ამას გააჩნია ევროპული სტანდარტი. ზოგადად, წამლის ეფექტურობაში ეჭვის შეტანას სჭირდება არგუმენტირებული მტკიცებულება და კვლავ წამლის ხარისხის შემოწმებამდე მივდივართ. ამიტომაც აუცილებელია ქვეყანაში გამკაცრდეს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი. რაც შეეხება ახალი ფარმცაევტული კომპანიის გამოჩენას ეს დროული დ ააცუიელბელია, რომ ბზარზე მედიკამენტებზე ფასები დარეგულირდეს. ეს კი მხოლოდ ჯანსაღი კონკურენციის პირობებშია შესაძლებელი", - აცხადებს შიხიაშვილი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016