უფლებადამცველმა ირაკლი კაკაბაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შს სამინისტრო მის და აქციის სხვა მონაწილეების ცემის ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას. განცხადება კაკაბაძემ შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტში დაკითხვის შემდეგ გააკეთა. კაკაბაძემ განმარტა, რომ გამოძიება დაწყებულია იმის გასარკვევად, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართალდამცველების მხრიდან ძალის გადამეტებას.
ამას გარდა, ირაკლი კაკაბაძის ადვოკატი გიორგი ჩაფიძე ამბობს, რომ ირაკლი კაკაბაძეს ექსპერტიზა ჩაუტარდება. მისი ინფორმაციით, კაკაბაძე დღეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მივა, სადაც 25 დეკემბერს გამართული აქციის დროს მიყენებულ დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჩაუტარდება.
ადვოკატის განმარტებით, გამოძიება შსს-ს საგამოძიებო დეპარტამენტში სისხლის სამართლის კოდექსისი 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 25 დეკემბერს ლევან მურუსიძის მოსამართლედ არჩევის პარალელურად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქციის დროს ირაკლი კაკაბაძე და ბეჟან გუნავა დააკავეს.