reportiori.ge - სოსო ჯაჭვლიანი: ვერასოდეს დავეთანხმები იმ აზრს, რასაც უსუფაშვილი ამბობს…
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 24 თებერვალი, 2025. 03:22
პრეს-დაიჯესტი
სოსო ჯაჭვლიანი: ვერასოდეს დავეთანხმები იმ აზრს, რასაც უსუფაშვილი ამბობს…
ავტორი:
28 დეკემბერი, 2015. 16:33


„ვერასოდეს დავეთანხმები იმ აზრს, რასაც უსუფაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ იურისტები და ეკონომისტები უნდა იყვენენ და არა მსახიობები და სპორტსმენები", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი მმართველი გუნდის საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით საუბრისას.

 

როგორც დეპუტატმა „კვირის ქრონიკას" განუცხადა, ჯერჯერობით საუბარი არ ყოფილა, თუ ვინ იქნება მმართველი გუნდის საარჩევნო სიის პირველი ნომერი.


„პარლამენტი არის წარმომადგენლობითი ორგანო, ვნახოთ რას გადაწყვეტს გუნდი. პარლამემტში 120 ეკონომისტი, იურისტი და სოციოლოგი ყოფილა, რაღაც რომ არ გამოსდით, მერე აბრალებენ მსახიობებს, სპორტსმენებსა და რეჟისორებს. არადა, ყველაზე მაგრად ჩვენ ვაქტიურობთ. სოციოლოგებმა, ეკონომისტებმა და იურისტებმა ამ 25 წლის განმავლობაში ხომ აგვაშნეს, არა?! მე მგონი, ჩვენს ქვეყანას ხელოვნებით, სპორტითა და მეცნიერებით უფრო იცნობენ, ვიდრე სოციოლოგებითა და ეკონომისტებით. რაც შემეხება მე, თუ მმართველი გუნდი საჭიროდ ჩათვლის, დავფიქრდები, გავიაზრებ და მივიღებ გადაწყვეტილებას, ვიყარო თუ არა კენჭი არჩევნებზე", - აცხადებს ჯაჭვლიანი.

 

 

წყარო: „კვირის ქრონიკა"

 

(მოამზადა ალა გრიგალაშვილმა)


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016