ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ირაკლი ღარიბაშვილის თანამშრომლებთან გამომშვიდობების ფაქტზე სოციალურ ქსელში წერს:
„ვნახე ფოტოები, თუ როგორ გააცილეს ირაკლი ღარიბაშვილი უკვე ყოფილმა თანამშრომლებმა; ეს იყო ძალიან თანამედროვე, კორპორატიული, გულწრფელი გამომშვიდოებება; შემდეგ გამახსენდა, ალასანიას გასაცილებლად - როგორ კომუნისტურად ჩამოაწყვეს ხალხი ტაშის დაკვრით და როგორ საბჭოურად თეატრალიზირებული იყო ყველაფერი; ღარიბაშვილის კი იყო უბრალო, თანამედროვე, ახალგაზრდული;
მგონი, ბევრს მისი წასვლის შემდეგ უფრო დაწყდა გული მოქალაქიან-თანამშრომლიანად, ვიდრე წასვლამდე ივარაუდებდა.
აუცილებლად უნდა შევნიშნო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პირველი ლიდერია ბოლო ათწლეულებში, რომელმაც პომპეზურ ხელოვნურობას უბრალო და გულწრფელი დამშვიდობება არჩია.
ძალიანაც კარგი", - წერს გამზარდია.
ირაკლი ღარიბაშვილი თანამშრომლებს დაემშვიდობა: http://reportiori.ge/?menuid=2&id=85180&lang=1
მოამზადა სალომე ჯანდიერმა