reportiori.ge - არჩილ გამზარდია: უგულავას შეწყალება იქნებოდა კორუფციისა და კრიმინალის წახალისება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 18:29
საზოგადოება
არჩილ გამზარდია: უგულავას შეწყალება იქნებოდა კორუფციისა და კრიმინალის წახალისება
ავტორი:
28 დეკემბერი, 2015. 19:24


„მიუხედავად იმისა, რომ უგულავას მიმართ ყოველთვის პატივისცემის განწყობა მქონდა და მაქვს, როგორც ნიჭიერი ადამიანისადმი, მიმაჩნია, რომ მისი შეწყალება იქნებოდა კორუფციისა და კრიმინალის წახალისება", - განცხადებას ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში აკეთებს:


„თხოვნაში ცუდი არაფერია, ციხისთვის მხოლოდ ყველაზე სასტიკი კრიმინალი თუ არ მენანება, დანარჩენი ყველა.

 

ასეთივე წარმატებით შეგვიძლია ვითხოვოთ იმ ადამიანის შეწყალებაც, რომელიც მუდმივი პატიმრობით ზის ციხეში ბუშთან დაკავშირებული ინციდენტის გამო, არც ამაშია არაჰუმანური არაფერი... მაგრამ... მე გიგი უგულავას შეწყალების მთხოვნელთა შორის მაინტერესებს, რატომ არ ითხოვდნენ ისინი თუნდაც სულხან მოლაშვილის შეწყალებას თავის დროზე, რომელსაც არაადამიანურად ექცეოდნენ და ბევრი სხვა შემთხვევის დროსაც. ამიტომ მგონია, რომ ეს სია მნიშვნელოვნად შეიცავს ან გამოყენებით ან ყალბ დამოკიდებულებებს და ძველი ხელისუფლების პარტიული სულისკვეთებით არის გაჯერებული.

 

მინდა ვთქვა, რომ ვანო მერაბიშვილიც ძალიან ნიჭიერი ადამიანია, ბაჩო ახალაიაც, მათი შეწყალებაც მოითხოვონ მავანმა.

 

ეს არასწორია, ეს შეცდომაა, ძალიან დასანანია, მაგრამ ადამიანი, რომელიც მინიმუმ იმისათვის უნდა იყოს პატიმრობაში, რომ მერია პარტიულ შტაბად აქცია და სახელმწიფო თანხებს პარტიული ინტერესებით იყენებდა.

 

ძალიან კარგად მესმის, რომ ნარმანიას ფონზე გიგი უგულავა ნამდვილად ბევრად ეფექტური, შთამბეჭდავი და პერსპექტიული იყო, მაგრამ იმ ფაქტებს ვერ ავუვლით, რაც სამწუხაროდ ამ ადამიანმა მერობის ჟამს დააშავა.

 

მხარს ვუჭერ პრეზიდენტის საღ პოზიციას ყოფილ მერთან მიმართებაში, რადგან, სამწუხაროდ, გიგი უგულავას შეწყალება, ეს არის არასწორი. ეს არის კორუფციისა და კრიმინალის ხელშეწყობის მოთხოვნა", - წერს გამზარდია.



პრეზიდენტის პასუხი უგულავას შეწყალებასთან დაკავშრებით:

http://reportiori.ge/?menuid=4&id=85287&lang=1

 

 

 

მოამზადა სალომე ჯანდიერმა 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016