ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პრემიერ- მინისტრობის კანდიდატს გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და მოუწოდებს, რომ პრემიერად დამტკიცების შემთხვევაში უპირველესად სასამართლოს სისტემის „მურუსიზაცია" შეაჩეროს.
„ბატონო გიორგი ნომერ პირველი გამოწვევა რაც დაგხვდებათ ეს არის სასამართლო სისტემის მურუსიზაციის შეჩერება და სასამართლო სისტემის რეალური რეფორმა, გთხოვთ ამ მიმართებით გვერდით დაუდგეთ ქალბატონ ნინო გვენეტაძეს და შედგეს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების ეფექტური თანამშრომლობა. ჩაერთოს ამ პროცესში პრაქტიკოსი და თეორეტიკოსი იურისტები და მომზადდეს ახალი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სრულიად შეცვლის დღევანდელ სასამართლო სისტემას, ამით თქვენ ისტორიაში შეხვალთ!
ევროპისკენ მიმავალი ქართველი ერი იმსახურებს ევროპული ტიპის სასამართლო სისტემას!"- წერს ხაჭაპურიძე სოციალურ ქსელში.