reportiori.ge - ნანა დევდარიანი: ამომრჩეველი ღარიბაშვილის უკმაყოფილო ნამდვილად არ იყო!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:38
პოლიტიკა
ნანა დევდარიანი: ამომრჩეველი ღარიბაშვილის უკმაყოფილო ნამდვილად არ იყო!
29 დეკემბერი, 2015. 17:00

 

 

გლობალური კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დევდარიანი „რეპორტიორთან" საუბრისას აფასებს 2015 წელს და ამასთან ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შესახებ საუბრობს. მისი თქმით საჭიროა სისტემური ცვლილებები და  რაც მთავარია სამართლიანობის აღდგენის რეალური მაგალითები უნდა გამოჩნდეს.


„რთულია 2015 წელი დადებითად შეაფასო, როცა საკმაოდ ახლოს საომარი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინის კონფლიქტი თითქოს გაიყინა, მაგრამ მაინც საკმაოდ მწვავეა.

 

საქართველოსთვის, როგორც წელი საკმოდ მძიმე იყო, თუმცა ჩვენი მოსახლობისთვის ყველაზე რთული მაინც  ლარის გაუფასურება  და ცხოვრების დონის ვარდნა იყო.

 

ერთ-ერთი რაც  დადებითად შემიძლია შევაფასო არის  საყოველთაო ჯანდაცვა, რაც ღარიბაშვილის პლიუსებში ითვლება, სოფლის მეურნეობის პროგრამები, გახსნილი საწარმოები, ამას გარდა ორი მნიშვნელოვანი მოვლენა, ვიზა-ლიბერალიზაციისთვის ევროკომისიის დადებითი დასკვნა და პარალელურად რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივება.

 

ირაკლი ღარიბაშვილი ახალგაზრდა, ჯანღონით სავსე,  ენერგიული,  კარგი ეროვნული პოზიციების მქონე ადამიანია  და  ხალხი ამას უფასებს.  ამდენად ღარიბაშვილის  გადადგომა ცოტა არ ოყოს მოულოდნელი იყო, თუმცა მე ჯერ კიდევ გაზაფხულზე ვამბობდი,  არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, რომ,  როგორც ჩანს პრემიერი შეიცვლება, რათა ამომრჩეველს რაღაც ცვლილებები დაანახონ. ეს არ იქნება საკმარისი, რადგან  ყველაზე მარტივი ცვლილებაა. საჭიროა სისტემური ცვლილებები,  რაც მთავარია სამართლიანობის აღდგენის რეალური მაგალითები უნდა გამოჩნდეს, სხვანაირად ამომრჩეველი ამას არ დაკმაყოფილდება. ამომრჩეველი ღარიბაშვილის უკმაყოფილო ნამდვილად არ იყო" ,- ამბობს დევდარიანი" - ამბობს ნანა დევდარიანი.





 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016