reportiori.ge - ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებით დაინტერსებული საზოგადოების სოციოლოგიური გამოკვლევა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 15:36
სამართალი
ზვიად გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებით დაინტერსებული საზოგადოების სოციოლოგიური გამოკვლევა
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 10:53


 

სოციოლოგიური გამოკვლევა ჩატარდა ზ.გამსახურდიას სიკვდილის საკვანძო მოწმის, ბ.გუგუშვილის დაკითხვის ოქმით დაინტერესების საგანზე Facebook-ის მომხმარებელთა სტატისტიკური კვლევის ინსტრუმენტარიუმის მეშვეობით.


Facebook-ის ქართულ ზონაში ერთი კვირის განმავლობაში წამოდგენილ იქნა სარეკლამო პოსტი რომელიც მიჯაჭვული (ჩალინკული) იყო დაკითხვის ოქმის დოკუმენტაციის ვებ გვერდზე: https://zg1993.wordpress.com/gugush


ჯამში სარეკლამო პოსტი Facebook-მა უჩვენა 68.000 მომხმარებელს

ამას გარდა გაზიარებებით პოსტი ნახა 6.500-მა მომხმარებელმა

აქედან ლინკს მიჰყვა და ოქმის დოკუმენტაციის ვებ გვერდზე გადავიდა 5.700 მომხმარებელი

სარეკლამო პოსტი გაიზიარა 250-მა მომხმარებელმა

მოიწონა 410-მა მომხმარებელმა

დაეჭვებული ან შეურაცხმყოფელი კომენტარი გააკეთმა 10-მა

ჯამში, მთავარი მოწმის დაკითხვის დოკუმენტით დაინტერესება გამოიჩინა Facebook-ის ქართული აუდიტორიის დაახლოებით 8%-მა, რომელსაც რეკლამა წარედგინა


ამასთანავე - დაინტერესებულთა 85%-ის ასაკია 35 წელი და მეტი - ანუ 35 წლამდე ახალგარდობა (Facebook-ის აუდიტორიის ძირითადი ნაწილი) პრაქტიკულად არ დაინტერესებულა ზ.გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებიზე ამ არსებითი ინფორმაციით.


სოციოლოგიური გამოკვლევის ეს შედეგები დოკუმენტურად ასაბუთებენ, რომ 2015 წლის ბოლოსთვის, იმის და მიუხედავად, რომ პროკურატურამ ზ.გამსახურდიას სიკვდილის კლასიფიკაცია - „თვითმკვლელობიდან", „დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობაზე" - შეცვალა და ამითი გარკვეული საზოგადოებრივი პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნა ცადა:

ქართული სოციუმი ძალზე მცირედაა რეალურად დაინტერესებული ზ.გამსახურდიას სიკვდილის ფაქტებითა და მოწმეების ჩვენებებით.

ხოლო, რაც შეეხება ახალგაზრდობას - იგი, პრაქტიკულად ინდეფერენტული აღმოჩნდა საერთოდ ამ საკითხის მიმართ...


ეს სოციოლოგიური გამოკვლევა ნათელყოფს, რომ საქართველოში პროპაგანდისტულ მანქანას, მას მედიას საზოგადოებრიობაში ზ.გამსახურდიას სიკვდილისთანავე კაპიტალურად აქვს დანერგილი „მკვლელობის" ჭორებზე აგებული, ყოველგვარ მყარ მტკიცებულებებს და თვითმხილველი მოწმეების გადამოწმებად ჩვენებებს  მოკლებული ავანტიურისტული მოდელი - სოციუმის არასრულფასოვანების კომპლექსებზე დაფუძნებული, ყალბი მენტალური დინება, რომელსაც კომფორტულად შეეგუა და უნებისყოფოდ მიჰყვება სოციუმის უდიდესი ნაწილი. ამ უმრავლესობას არ სჭირდება, მეტიც -აღიზიანებს რაიმე არგუმენტები ან ფაქტები, რომლებიც უბიძგებენ შეგუებული მოდელის კრიტიკული გადამოწმებისკენ, შეხედულების შეცვლისკენ ანუ დინების საწინააღმდეგოდ ცურვისკენ...


ზოგადად, კი ცნობილია, რომ:


ნებისმიერ მსგავს საკითხზე საზოგადოებრივი შეხედულებების ასეთი სტაგნაციისას - სოციუმის ინტერესის გამოცოცხლება, პარადიგმის შეცვლისკენ ბიძგი შეუძლია მხოლოდ რაიმე არაორდინალურ და სენსაციურ გარემოებას, ისეთს როგორიცაა - განსაკუთრებული სისატიკე-წამება, მასსობრივი მკვლელობა, ამაზრზენი შოკისმომგვრელი გაუპატიურება ან რაიმე „სასწაულებრივი", ფანტასტიკური გამოვლინება...


ზ.გამსახურდიას სიკვდილის გარემოებებისადმი გამოვლენილი დაბალი საზოგადოებრივი ინტერესი, თავის-თავად ტელევიზიებისთვის უინტერესოს ხდის და გამორიცხავს პროკურატურის „დასაკითხ" ბ.გუგუშვილის შეთავაზებას - ეს „დაკითხვა" საჯაროდ, სატელევიზიო ინტერვიუს სახით მოხდეს.


ბესარიონ გუგუშვილი







 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016