reportiori.ge - მამუკა ახვლედიანი: ნინო გვენეტაძე უნდა წავიდეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 20 სექტემბერი, 2024. 15:43
სამართალი
მამუკა ახვლედიანი: ნინო გვენეტაძე უნდა წავიდეს
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 13:55


საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე უნდა წავიდეს.



არ გამორიცხავ, რომ საჩივარი მოამზადო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ. ეს უკავშირდება გარკვეულ შეურაცხყოფას, რომელსაც როგორც ჩემი, ასევე, სხვა მოსამართლეების მიმართ აქვს ადგილი და რომელზეც რეაგირებას არ ახდენს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.


ვერ ვხედავ ვერანაირ განვითარებას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და უზენაესი სასამართლოს მოქმედი თავმჯდომარის პირობებში. საბჭოც და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეც უნდა წავიდეს", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.



მისი თქმით, იგი არ აპირებს იოლად წავიდეს სისტემიდან. ახვლედიანის განცხადებით, სისტემის დასაცავად ბოლომდე იბრძოლებს.


 

არასწორად შერჩეულმა საბჭომ და მოსამართლეების არასწორად დანიშვნებმა არაერთი პრობლემა გააჩინა, რომელიც თუ უახლოეს პერიოდში არ გამოსწორდება, 20-25 წლის განმავლობაში ქვეყანას ექნება დამღა", - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.




მოამზადა ნათია ცუხიშვილმა




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016