reportiori.ge - ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლა კონკურენციას შეუწყობს ხელს, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 13:53
საზოგადოება
ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლა კონკურენციას შეუწყობს ხელს, რაც მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 16:10


გიგი წერეთელი: „გაძვირებული ფასების პირობებში  სოციალურად დაუცველი მოსახლეობა მედიკამენტოზურ მკურნალობას ვერ ახერხებს"

 


ჯანდაცვის სამინისტრო, ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების პარალელურად ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოებასა და შემოსვლის აუცილებლობას აანონსებს, რამაც მედიკამენტების გაიაფებასა და მასზე ხელმისაწვდომობის გაზრდას უნდა  შეუწყოს ხელი.



ფარმა-ბაზარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ გიორგი კვირიკაშვილთან საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრაზე საკუთარი მოსაზრება გამოთქვა დეპუტატმა გიგი წერეთელმა.



მან მედიკამენტების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაძვირებული ფასების პირობებში შეუძლებელია სოციალურად დაუცველმა მოსახლეობამ მოახერხოს მედიკამენტოზური მკურნალობის ჩატარება:


„ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა, მალე დარეგულირდეს. მედიკამენტები კატასტროფულად გაძვირებულია, რაც მოსახლეობის უკმაყოფილობას იწვევს. მედიკამენტების გაძვირებამ უკვე რამდენიმე ათეულ პროცენტს მიაღწია. პენსიოენერებისთვის და ასევე იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სახელმწიფო შემწეობაზე არიან დამოკიდებულნი, შეუძლებელია მედიკამენტების შეძენა. ადამიანები მკურნალობასაც ვერ ახერხებენ ამის გამო და ეს პროცესი კიდევ უფრო მეტად ძვირი უჯდება სახელმწიფოს", - განაცხადა წერეთელმა.



საქათველოს ფარმაცევტულ ბაზარზე სულ მალე ახალი ფარმაცევტული კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია" შემოვა. როგორც კომპანიის დირექტორის ანდრეი კუზმა აცხადებს, „ჰუმანითი ჯორჯია" უახლოეს მომავალში ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს. კომპანიაში  იმასაც აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში უკვე უახლოეს პერიოდში შემოვა.



ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები, პოლიტიკოსები და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და  მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016