reportiori.ge - თბილისის უბნების სახელწოდებების ისტორია (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 05:45
სხვადასხვა
თბილისის უბნების სახელწოდებების ისტორია (ფოტოკოლაჟი)
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 12:20



აბანოთუბანი


თბილისის სამკურნალო თბილი წყლები ყოველთვის განთქმული იყო. აქ საგანგებოდ ააგეს აბანოები, რომლებიც დღემდეა შემორჩენილი. იმ უბანს, სადაც ისინი მდებარეობს, „აბანოთუბანი" ეწოდება.

 

 

ავლაბარი


გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ ბრძოლაში ქართველებს სარდალი დაეჭრათ. იგი სასწრაფოდ გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და უსაფრთხო ადგილისაკენ გაემართნენ. გზა აღმართზე მიდიოდა, რაც სვლას ართულებდა, დაჭრილიც წუხდა. მხლებლებმა დაამშვიდეს: აი, აღმართს ავალთ და ბარი დაიწყებაო. მართლაც, აღმართი რომ აათავეს, ბარი გამოჩნდა. ამის შემდეგ ამ ადგილს ავლაბარი უწოდეს.


თუმცა, არსებობს სხვა ვარაუდიც - სიტყვა „ავლაბარი" მე-14 საუკუნიდან მოდის. არაბულად „ჰავალი" ნიშნავს „მიდამოს", „ბირ" - „სასახლეს", ე.ი. „ავლაბარი" სასახლის მიდამოს ნიშნავს. სწორედ ამ უბანში მდებარეობდა მეფის სასახლე.

 

 

დიდუბე


წარმოდგა სახელწოდებიდან „დიდი უბე", ე.ი. დიდი ვაკე, დაცემული ადგილი. დიდუბე თბილისის განაპირა ადგილის სახელად პირველად XII საუკუნეში გვხვდება, როცა მემატიანე მეფე თამარისა და დავით სოსლანის ქორწინებისა და შამქორის ბრძოლის შემდეგ აქ გამართულ ზეიმს აღგვიწერს. აქ იდგა მეფის ერთ-ერთი სასახლე და კარის ეკლესია.

 

 

ვარკეთილი

 

მომდინარებს სახელწოდებიდან „ველიკეთილი". ასე ერქვა ამ ადგილს უწინ.

 

 

ისანი


XI საუკუნეში თბილისის ეს ადგილი ქვითკირის გალავნებითა და თხრილით გაამაგრეს და სიმტკიცის გამო მას არაბულად „ჰისნი", ანუ ისანი უწოდეს, რაც ქართულად „ციხესიმაგრეს" ნიშნავს.

 

 

მთაწმინდა


შეერქვა წმიდა დავით გარეჯელის პატივად, რომელიც ამ ადგილას რამდენიმე წელიწადი მოღვაწეობდა, სანამ გარეჯის უდაბნოს მიაშურებდა.

 

 

ნავთლუღი


თურქულად „ნავთის ადგილს" ნიშნავს. ამ ადგილებში მოიპოვებდნენ ნავთს, თუმცა მცირე რაოდენობით.

 

 

ნარიყალა


სპარსული წარმოშობის სიტყვაა. „ნარინ ყალა" ქართულად „შიდაციხეს" ნიშნავს.

 

 

ნაძალადევი


1872 წელს, თბილისსა და ფოთს შორის რკინიგზის გახსნის შემდეგ, დიდუბის ტერიტორია ორ ნაწილად გაიყო. რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშები საცხოვრებელ ადგილებს უნებართოდ იკავებდნენ და სახლდებოდნენ. ამიტომ ახალ უბანს „ნაძალადევი" უწოდეს.

 

 

საბურთალო


ეს ადგილი სწორი, ვაკე ადგილია. თამარ მეფის დროს ქართველი მეომრები აქ ხშირად მოდიოდნენ და ბურთაობდნენ. ამიტომ ამ ადგილს „საბურთაო" ადგილი უწოდეს. შემდგომში სახელწოდება ცოტათი შეიცვალა და ახლა „საბურთალო" ჰქვია.

 

 

სამგორი


ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ლოჭინის ხევში ცხოვრობდა ცალხელა მოხუცი, რომელსაც ქალაქისათვის მტრის შემოსევის შეტყობინება ევალებოდა, რისთვისაც მაღალ სვეტზე ცეცხლს ანთებდა. ერთხელ მან სიკვდილისაგან იხსნა შვლის ნუკრი და თავის ქოხში წაიყვანა, სადაც თავის შვილებთან ერთად ზრდიდა. მამის გარდაცვალების შემდეგ მისი საქმიანობა ვაჟებმა განაგრძეს. ერთ დღეს, როცა ამ ადგილებში მტერი გამოჩნდა, უფროსი ძმა სვეტზე ავარდა ჩირაღდნით, მაგრამ მტრის ისარმა გულ-მკერდი გაუგმირა და ძირს ჩამოაგდო, ახლა მეორე ძმამ სცადა ცეცხლის ატანა, მაგრამ მტრის ისარმა ისიც უსულოდ დასცა მიწაზე. მანამდე ჭაბუკმა მოასწო და ქალაქში შველი აფრინა წერილით კისერზე. ქალაქმა მტრის შემოსევა შეიტყო და ლაშქარი შეიკრიბა. შველი დაბრუნდა და თავისი ძმობილები რომ უსულოდ იხილა, თავი ქვას ახალა და თავადაც სული განუტევა. ბრძოლიდან დაბრუნებულმა ქართველებმა იპოვეს დახოცილები და სამივე ცალ-ცაკლე დაასაფლავეს. შემდეგ მეომრებმა მათ საფლავებს სათითაოდ დააყარეს თითო მუჭა მიწა. მას მერე წესად შემოიღეს, ყოველი ბრძოლის შემდეგ აქ მოდიოდნენ და საფლავებს მუჭით მიწას აყრიდნენ. ასე წამოიზარდა იმ ადგილას სამი გორა, რის გამოც იმ ადგილს სამგორი ეწოდა.

 

 

სოლოლაკი


იგივე სალალაკი. „ციხის ბაღის" მოსარწყავად არაბების ბატონობის ხანაში აღუდგენიათ სარწყავი არხი (არაბულად „სულუ-ლაჰ"). მოგვიანებით სულულაჰ ეწოდა მთის კალთას, რომელზეც ეს უბანია გაშენებული. XIX საუკუნიდან ასე დაერქვა თავად უბანს. ადრე მას „ავანაანთხევი" ერქვა და აქ ქართველ დიდებულთა ბაღები იყო გაშენებული.

 

 

ჩუღურეთი


მომდინარეობს თურქული სიტყვიდან „ჩუქორ", რაც ქართულად ხევს, ფერდობს ნიშნავს. ამ ადგილს სამი მხრიდან სწორედ ხევი ერტყა.

 

 

სეიდაბადი


ასე უწოდებდნენ XVII საუკუნიდან აბანოების უბანს და მის მიმდებარე ტერიტორიას (იმ ადგილამდე, სადაც დღეს სამასი არაგველის ძეგლი დგას). ეს სპარსული სიტყვაა და სეიდების სამოსახლოს ან სეიდების უბანს ნიშნავს. გადმოცემის თანახმად, ბუნებრივი ცხელი წლით მოხიბლულ სპარსეთის შაჰს აქ სეიდების ტომი ჩამოუსახლებია, სახელწოდებაც აქედან გაჩნდა. საინტერესოა, რომ თავდაპირველად სწორედ ამ ადგილს ერქვა ტფილისი, პირველი დასახლებაც აქ ჩასახულა.

 

ხარფუხი

 


აბანოების უბანსა და ორთაჭალას შორის, თაბორის მთის ძირში, XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე პატარა სოფელი ხარფუხი წარმოიშვა (ადრე სეიდაბადად სახელდებულ უბანსაც XIX საუკუნიდან ასე უწოდებენ). XIX საუკუნის დასაწყისში აქ ლეკების მიერ დარბეული, სოფ. წალასყურიდან გამოხიზნული გლეხები დასახლდნენ. 1811 წელს ხარფუხი თბილისის მაზრას მიაწერეს. აქ თავშესაფარს პოულობდნენ ბოროტმოქმედნი, სხვადასხვა ჯურის საეჭვო ხალხი და საქონლით დატვირთული კონტრაბანდისტები.
1819 წლის 15 მარტის ბრძანებით, ხარფუხი ოფიციალურად იქცა თბილისის ნაწილად.უბნის სახელწოდებას უცნაური ისტორია აქვს: აქ, თათრების სასაფლაოს სიახლოვეს მდგარა კედელი და საკულტო დანიშნულების ქვა ხატით. ტფილისელების რწმენით, ხატს სურდოს განკურნება შეეძლო და მასთან სურდოშეყრილი ბავშვები მოჰყავდათ. ი. გრიშაშვილი წერდა: "ხარფუხი (ანუ "ხარბუხი") ძველებურ სომხურ ენაზე სურდოს ნიშნავს. მართლაც, ხარფუხის თავზე, სოფელ შინდისის გზის დასაწყისში, კლდის ქიმზე დღესაც მოჩანს პაწაწა ნანგრევები, რომელსაც "სურდოს ხატს" უწოდებენ. სურდოიანი პაციენტი ეხლაც ესტუმრება ხოლმე ამ ხატს, მოუტანს საყმაწვილო ჭინჭილეს, მიამტვრევს ხატის წინაშე და ამით ვითომ სურდო იკურნება".




12434621_443856782476379_1937953724_n


 12442743_443856775809713_1041843661_n

 

 12431591_443856825809708_344757907_n

 

 12435888_443856802476377_809909675_n  

 

12404515_443856835809707_296870120_n

 

 12463675_443856809143043_1207091486_n

 

 12435616_443856832476374_64581242_n

 

 12431599_443856829143041_946006327_n

 

 12435872_443856785809712_1123679023_n   

 

  702824_443856779143046_1014987601_n  



წყარო: plus.kvira.ge

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016