reportiori.ge - N 12 პენიტენციურ დაწესებულებას თამარ ჭოხონელიძე ესტუმრა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 14:28
საზოგადოება
N 12 პენიტენციურ დაწესებულებას თამარ ჭოხონელიძე ესტუმრა
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 17:15


ნახევრად ღია და დახურული ტიპის N 12 პენიტენციურ დაწესებულებას მომღერალი თამარ ჭოხონელიძე და მუსიკოსი მაია ჯამანაშვილი ესტუმრნენ და ახალი წელი მიულოცეს.


მომღერალმა საკუთარი რეპერტუარიდან ცნობილი სიმღერები შეასრულა, მსჯავრდებულებთან თავისი მოღვაწეობისა და შემოქმედებითი ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდები გაიხსენა.


ღონისძიება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით წინასაახალწლოდ გაიმართა. შეხვედრაზე თამარ ჭოხონელიძემ მსჯავრდებულებს თავისი სიმღერების ალბომი და მის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის ხატი გადასცა. თამარ ჭოხონელიძემ და მაია ჯამანაშვილმა N12 პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული წმინდა გიორგი სახელობის ეკლესიაც დაათვალიერეს და მსჯავრდებულებთან ერთად საგალობელი შეასრულეს.


„ჩვენ ყველას ჩვენი ცოდვები გვაქვს რომელზეც პასუხი სხვადასხვა სახით უნდა ვაგოთ. ყველაზე ძალიან დამამშვიდა იმან რომ აქ არის ტაძარი, რომელსაც მსჯავრდებულები უვლიან და ლოცულობენ. დარწმუნებული ვარ, როდესაც ისინი აქედან გამოვლენ სრულიად სხვა ადამიანები იქნებიან. ბედნიერი ვიქნები თუ ცოტათი მაინც შევუმსუბუქე მათ დღევანდელი დღის სულ ცოტა მონაკვეთი. ვხედავ რომ სხვა დრო დადგა და სრულიად სხვა დამოკიდებულებაა პატიმრების მიმართ. მადლობა დირექციას და თითოეულ თანამშრომელს. სიყვარულით სავსე მივდივარ", - განაცხადა თამარ ჭოხონელიძემ.


მსჯავრდებულებმა თამარ ჭოხონელიძეს საახალწლო საჩუქრად მათ მიერ დაწერილი ხატი და საეკლესიო ნივთები გადასცეს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016