reportiori.ge - N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გაიმართა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 13:53
საზოგადოება
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გაიმართა
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 21:28



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 (ქალთა) პენიტენციურ  დაწესებულებაში დღეს მსჯავრდებულებისთვის კონცერტი გაიმართა. ოთარ რამიშვილის სახელობის „ბარდების კლუბის" კონცერტს დაწესებულებაში მსჯავრდებულებთან ერთად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა და დაწესებულების ხელმძღვანელობა დაესწრნენ.


„ბარდების კლუბის" წევრებმა  კონცერტზე საკუთარი რეპერტუარი წარადგინეს, ასევე, ოთარ რამიშვილის სიმღერები შეასრულეს.


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ ხულორდავას შეფასებით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რადგან პენიტენციურ სისტემაში მყოფ ქალბატონებს ყოფას ულამაზებს.


 „ყველგან წინასაახალწლო განწყობაა.  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროც მოწოდებული იყო ქალბატონი მსჯავრდებულებისთვის გაეკეთებინა ერთი ლამაზი ღონისძიება, რაშიც ოთარ რამიშვილის კლუბის წარმომადგენლები დაგვიდგნენ გვერდით. ასეთი ერთი აქტივობით გრძელვადიანი შედეგი, რა თქმა უნდა, არ მიიღწევა, მაგრამ ის ფაქტი, რომ სამინისტრო და დაწესებულების ხელმძღვანელობა მუდმივად ცდილობს ასეთი ღონისძიებების დაგეგმვას, არის მნიშვნელოვანი", -აღნიშნა თამარ ხულორდავამ.


დღესვე, N5 დაწესებულების მსჯავრდებულებს სამინისტრომ საჩუქრები გადასცა. საჩუქრები კოპანიებმა „ავერსი" და „ტკბილი ქვეყანა" გამოყვეს.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016