reportiori.ge - პატრიარქს ჯილდო - ''ხალხის რჩეული'' გადაეცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 14:19
საზოგადოება
პატრიარქს ჯილდო - ''ხალხის რჩეული'' გადაეცა
ავტორი:
29 დეკემბერი, 2015. 21:33



საქართველოს კულტურის პალატის სპეციალური ჯილდო "ხალხის რჩეული", საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი გამოკითხვის შედეგად, საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს გადაეცა.


პატრიარქს "ხალხის რჩეულის" ჯილდო საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა გადასცა.



პატრიარქმა ღონისძიების ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა:  

 

"დიდი მადლობა ამ დიდი პატივისთვის. პირველობა ურთულესი მოვალეობაა, პირველი მუდამ სამიზნეა და ამ 38 წლის მანძილზე მე ვიყავი და ვარ სამიზნე. მინდა უფრო მხატვრულად გამოვსახო ჩემი პირველობა. ცხვრის ფარა გინახავთ თქვენ, ცხვარი მიდის და სულ ბოლოში არიან კოჭლები. მეცხვარე შეაბრუნებს ცხვარს და კოჭლები ხდებიან პირველები, აი ამას მივეკუთვნები მე. პირველობა ძნელია, მაგრამ ვიღაც ხომ უნდა იყოს სამიზნე, ღმერთმა ეს მე მარგუნა. ეკლესიამ რთული გზა გამოიარა, ჩემი პირველ მიზანი იყო გავერთიანებულიყავით. ერთ წინასწარმეტყველს ეუბნება უფალი, შენ ჩასახული არ იყავი დედის მუცელში, როდესაც მე შენ გიცნობდიო, ასე რომ ჩვენ გვიცნობს უფალი. მადლობელნი ვართ უფლის", - ბრძანა ილია მეორემ.


კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა განაცხადა, რომ ჯილდო "ხალხის რჩეული" ყოველწლიური გახდება:


"სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა გამოკითხვა და საქართველოს მოსახლეობის თითქმის 100 %-მა აღიარა, რომ ეს ჯილდო ეკუთვნის ილია მეორეს. ჯილდო არის ყოველწლიური და ყოველი წლის ბოლოს ის იმ ღირსეულ ადამიანს გადაეცემა, ვისაც ქართველი ხალხი აირჩევს", - აღნიშნა დავით ოქიტაშვილმა.


დაჯილდოების ცერემონია საპატრიარქოში გაიმართა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს წევრი თედო კობახიძე, მომღერალი ნანი ბერეგვაძე და საზოგადოებისთვის ცნობილი სხვა პირები დაესწრნენ.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016