reportiori.ge - გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, ეროვნული პარკის დირექტორის ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა აღმოაჩინეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 14:16
საზოგადოება
გიგლა აგულაშვილის ინფორმაციით, ეროვნული პარკის დირექტორის ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა აღმოაჩინეს
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 11:34


საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს, რომ თბილისის ეროვნული პარკის დირექტორმა ლევან კაპანაძემ სამსახურებრივ ავტომანქანაში 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით აღმოაჩინა. აგულაშვილის თქმით, დაუდგენელი პირები ცდილობენ შური იძიონ იმ საქმიანობაზე, რასაც გარემოს დაცვის სამინისტრო ეწევა უკანონო ხე-ჭრის და სხვადასხვა უკანონო საქმიანობის წინააღმდეგ. აგულაშვილმა განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა:


"დღეს ჩვენ საუბარი გვიწევს იმ ფაქტზე, რომელიც გამოვლინდა 27 დეკემბერს. თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურებრივ ავტომანქანაში მის მიერვე აღმოჩენილი იქნა 2 ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით.

 

როგორც ჩანს, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ შური იძიონ იმ საქმიანობაზე რასაც ჩვენ ვახორციელებთ და უშუალოდ ლევანი ახორციელებს თბილისის ეროვნულ პარკში. სამწუხაროა, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი. ჯერ კიდევ გაზაფხულში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე ადმინისტრაციის დირექტორის სამსახურებრივ ავტომობილში აღმოჩენილ იქნა ხელყუმბარა წარწერით - "გაფრთხილებთ, წადით!".

 

მე მინდა გავაფრთხილო თითოეული ეს ადამიანი, გინდა თანამშრომელი და გინდა - სხვა, რომ ის სტრატეგია, რომელიც ჩვენ გვაქვს წესრიგის, კანონიერების დაცვაზე, უკანონო ხე-ჭრის წინააღმდეგ ბრძოლაზე, უკანონო ნადირობაზე ბრძოლაზე გაგრძელდება და მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც ასეთი განზრახვით მოქმედებს, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი კანონმორჩილი თანამშრომლების საქმიანობა იყოს დაცული.

 

მე გუშინ ველაპარაკე შს მინისტრს. მან აღმითქვა სრული დახმარება. დღეს დავუკავშირდები საქართველოს მთავარ პროკურორსაც და ამ ადამიანებთან ერთად ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ დანაშაული გაიხსნება და დამნაშავეებს ვამხელთ", - განაცხადა აგულაშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016