საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე მოადგილეებთან მამუკა ვასაძესთან და გიორგი გოგაძესთან ერთად, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრს ესტუმრა.
სტუმრებმა სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებს დამდეგი ახალი, 2016 წელი მიულოცეს და პროკურატურის თანამშრომლების მიერ შეძენილი საჩუქრები - საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სასურსათო პროდუქტი, სათამაშოები და ტკბილეული გადასცეს.
წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებული სარეაბილიტაციო ცენტრის ბინადრებმა მთავარ პროკურორს და მის მოადგილეებს მადლობა გადაუხადეს და მათ საპატივსაცემოდ საზეიმო წარმოდგენა გამართეს.
საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის მონასტერთან არსებულ სარეაბილიტაციო ცენტრს არაერთხელ ესტუმრნენ და მსგავსი სახის აქცია მომავალშიც გაგრძელდება.