reportiori.ge - გეგი მატარაძე: ,,გლობალური ალიანსის“ როლი ჯანდაცვის რეფორმების განხორციელებაში მნიშვენლოვანი და საინტერესოა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 14:11
საზოგადოება
გეგი მატარაძე: ,,გლობალური ალიანსის“ როლი ჯანდაცვის რეფორმების განხორციელებაში მნიშვენლოვანი და საინტერესოა
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 13:02


საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფომებსა და უკვე განხორციელებულ პროექტებს დადებითად აფასებენ  და წარმატებულს უწოდებენ პოლიტიკოსები, მედიკოსები და ექსპერტები. გარდა ამისა, ისინი ჯანდაცვის რეფორმების წარმატებულად განხორციელებაში „გლობალური ალიანსის" წვლილზეც მიანიშნებენ და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობენ.

 

საქართველოს ჯანდაცვის სფეროს წარმატებასა და მის ეფექტურობაზე გლობალური ალიანსის"  სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ბერნარ კუშნერმა, ჯერ კიდევ, პირველი ვიზიტის დროს ისაუბრა და აღნიშნა: „გამიჩნდა სურვილი, რომ უფრო მეტად დავეხმარო საქართველოს. მზად ვარ ყველას გავუზიარო გამოცდილება, რომელიც ჯანდაცვის სისტემაში მრავალი წლის განმავლობაში მუშაობის შედეგად დამიგროვდა".


გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსს გეგი მატარაძეს ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და ეფექტიან პროგრამად მიაჩნია:


უამრავ ადამიანს მიეცა შესაძლებლობა, რომ გაეზარდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და თავად ჯანდაცვის მიმწოდებლებს მიეცათ საშუალება, რომ განეხორციელებინათ სამედიცინო მომსახურება და ამაში მიეღოთ გარკვეული ანაზღაურება. აღნიშნულ სერვისში მეტი ფინანსური ინექციები განხორციელდა. განსაკუთრებით, უნიკალურია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა. რომ არა ეს პროგრამა, ბევრ ადამიანის სიცოცხლე კითხვის ნიშნის ქვეშ დადგებოდა. სამკურნალო პრეპარატი, პრაქტიკულად, უფასოდ ეძლევა საქართველოში მცხვორებ ავადმყოფებს და დამერწმუნეთყველასთვის  იყო ოცნება, რომ C ჰეპატიტის მკურნალობის დაფარვას შეძლებდა სახელმწიფო. გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის აღნიშნული  კურსი 80 ათასიდან 100 ათასამდე დოლარი ჯდება", - აღნიშნა მატარაძემ.

 

 

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის ანალიტიკოსი ჯანდაცვის რეფორმებისა და პროგრამების განხორციელებაში უცხოელი ექსპერტების ჩართულობას მიესალმება და ამ ფაქტის მნიშვნელობაზე საუბრობს:


„ძალიან მნიშვნელოვანია უცხოელი ექსპერტების ჩართვა ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე ცვლილებების პროცესში. ცნობილია, რომ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი" უწევს კონსულტაციებს, რომელთაც   კვალიფიციური თანამშრომლები და ექსპერტები ჰყავთ. თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ქართულ ჯანდაცვაშიც საკმაოდ, ბევრი კარგი ექსპერტი გვყავს, რომელთა ცოდნაც უნდა იქნას გამოყენებული და გათვალისიწნებული. რეგიონის სხვადასხვა ქვეყანაში ხშირად მიწევს მოგზაურობა და საწყენია, რომ ხშირად იქ ვხვდები ქართველ ექსპერტებს, რომლებიც საქართელოში პრაქტიკულად არ ჩანან. სხვები კი  იყენებენ ჩვენს ადამიანურ რესურსს. ამიტომ, კარგი იქნება, თუ ,,გლობალურ ალიანსთან" თანამშრომლობისას სწორედ ამ ადამიანების კომპეტენტური აზრებიც იქნება გათალისწინებული. თავისთავად ,,გლობალური ალიანსის" როლი მიმდინარე ცვლილებებში საინტერესო და მნიშვნელოვანია", - განაცხადა მატარაძემ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016