„გიორგი, მეცხრე პრემიერია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში და ვისურვებ, რომ უფრო წარმატებული პრემიერი ყოფილიყოს ვიდრე წინა რვა, რადგან ქვეყანას ეს სჭირდება," -ასე აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი პრემიერ-მინისტრად გიორგი კვირიკაშვილის დანიშვნას. ქუცნაშვილის თქმით,მთავრობაში ცვლილებები აუცილებელია, რომელიც ახალ გამოწვევებს უპასუხებს. ამ ცვლილებებს კი იანვრისა და თებერვლის თვეში ელის.
"ვფიქრობ, პირველ რიგში რაც კვრიკაშვილმა უნდა გააკეთოს, არის საპენსიო რეფორმა. განსაკუთრებულად ყურადღებამისაქცევია მედიკამენტების ფასების გაძვირება, რადგან ხალხი ამ პრობლემის გამო წუხს და ეს ჯანდაცვის პროგრამებს ჩრდილს აყენებს.
ასევე გუშინ პარლამენტში ვთქვი, რომ 15 წელი დაგვიჭირდება ევროპის საბჭოს წევრობიდან ევროკავშირის ასოცირებულ წევრობამდე და 20 წელი დაგვჭირდება, რომ საკუთარი მთებისკენ შემოვტრიალებულიყავით და მიგვეღო სპეციალური კანონი მაღალმთიანი რეგიონების შესახებ. თუ ჩვენ მთაში ახალი საქონლის წარმოება არ დავიწყეთ, ისე სამუშაო ადგილებს ვერ შევქმნით და გაჭირვებას ვერ დავამარცხებთ.
ასევე, სამართლიანობის განცდა, რასაც დაცვა სჭირდება ყველა დროში და ყველა ხელისუფლების პირობებში,"-აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.