„თბილსერვისის" იურიდიული სამსახურის უფროსის დავით ჩარქსელიანის განცხადებით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ე.წ. მეცამეტე ხელფასი დისციპლინური გადაცდომების გამო ჩამოეჭრათ.
„თბილსერვისში" 4000 ადამიანი მუშაობს, ხელფასი ოთხიათასივეს ჩაერიცხა. მათ ასევე ჩაერიცხათ პრემიები „მეცამეტე ხელფასები". სულ 3 700-ზე მეტს ჩაერიცხა პრემია. ის ხალხი ვისაც პრემიის ნაწილი ჩაერიცხა, მათ დისციპლინური გადაცდომები ჰქონდათ. კანონი ზოგადად ითვალისწინებს, რომ ასეთ შემთხვევებში დანამატი არ მიეცეთ. „თბილსერვისის" ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ მათ მაინც ჩარიცხოდათ პრემიები, თუმცა პროცენტულად ნაკლები. რაც შეეხება ზეწოლას, ადმინისტაციის მხრიდან არანაირი ზეწოლა არ ყოფილა.
თბილისის დასუფთავების სამსახურს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ქალაქში დასუფთავების სამსახურის ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ. ის ადამიანები ვინც გაიფიცნენ, დაახლოებით 30 ადამიანია, რომელთაც ჩვენთვის არ მოუმართავს. ვფიქრობ, რომ წინასაახალწლო დღეებში მსგავსი გაფიცვა, არის გარკვეული ჯგუფების მხრიდან პროვოცირებული. თუმცა, რა ჯგუფებია ეს არ ვიცი", - განაცხადა დავით ჩარქსელიანმა.