reportiori.ge - საჯარო უწყებები, პარტნიორები და ჟურნალისტები დააჯილდოვეს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 14:15
საზოგადოება
საჯარო უწყებები, პარტნიორები და ჟურნალისტები დააჯილდოვეს
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 13:35


„ახალგაზრდა ადვოკატებმა" 2015 წლის საქმიანობა შეჯამეს და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებული საჯარო უწყებები, პარტნიორები და ჟურნალისტები დააჯილდოვეს.


წლის ღონისძიებაზე ორგანიზაციამ ის ადამიანები და უწყებები დააჯილდოვა, რომლებთანაც „ახალგაზრდა ადვოკატებს" თანამშრომლობა აკავშირებდა.


ნომინაციაში „ღია საზოგადოების მხარდამჭერი" ჯილდო საინფორმაციო სააგენტო „პირWელმა" მიიღო.

 

ჩვენთვის დიდი პატივია ამ ნომინაციაში გამარჯვება. ამით კიდევ ერთხელ დასტურება, რომ ჩვენი სააგენტო მუდმივად საზოგადოების ინტერესებიდან გამომდიარე მუშაობს. ჩვენ დიდიხანია ვთანამშრომლობთ ახალგაზრდა იურისტებთან და მათთან ერთად მუშაობას მომავალშიც განვაგრძობთ", - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „პირWელის" ხელმძღვანელმა, დიმიტრი ტიკარაძემ.


ნომინაციაში „თავისუფალი სიტყვის დამცველი - 2015" აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის, ჟურნალისტი ლელა გოგოლაძე დაჯილდოვდა.


"მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებები. ეს არის ჩვენი საქმე და პროფესიული მოვალეობა, რომ ვემსახუროთ თავისუფალ სიტყვას, მაგრამ მსგავსი ღონისძიებები უფრო მეტად ახალისებს ადამიანს და მეტ სტიმულს გაძლევს იმისთვის, რომ უფრო კარგად გააკეთო შენი საქმე", - განაცხადა ლელა გოგოლაძემ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016