reportiori.ge - დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, შესაძლოა ახალმა თანამშრომლებმა ჩაანაცვლონ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025. 14:07
საზოგადოება
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები, შესაძლოა ახალმა თანამშრომლებმა ჩაანაცვლონ
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 14:47


თბილისის მერმა დავით ნარმანიაკომენტირებისას განაცხადა, რომ თუ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ჩვეულ სამუშაო რეჟიმში ვერ ჩადგებიან, ისინი ახალი თანამშრომლებით ჩანაცვლდებიან.



მერიამ წინასაახლწლოდ დასუფთავების თანამშრომლები დამატებით წაახალის, ისევე როგორც გასულ წელს. გარდა ამისა, ჩვენ, სამსახურის თანამშრომლებს ახალი წელი მივულოცეთ და ისინი შესაბამისად დავაფასეთ. თუმცა, არის რამდენიმე ადამიანი, რომელსაც დისციპლინური გადაცდომის გამო, შედარებით ნაკლები ჩაერიცხათ. ეს სწორედ მოქმედი კანონდებლობიდან და წესებიდან გამომდინარეობს, ამიტომ პრეტენზია ამ თვალსაზრისით ვერ იქნება მიღებული. სამსახური ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ისინი ჩანაცვლდნენ სხვა ადამიანებით, რომლებიც ჩვენ გვყავს რეზერვში. ვფიქრობ, იმედია ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ჩადგებიან, სხვა შემთხვევაში უბრალოდ შესაძლოა მეტი პრობლემა მივიღოთ. ქალაქში ნამდვილად არ გვინდა პრობლემა. ამიტომ თუ ისინი ჩვეულებრივ სამუშაო რეჟიმში ვერ ჩადგებიან, ქალაქს ვერ დავტოვებთ დაუსუფთავებელს და შესაბამისად, ისინი ახალი თანამშრომებით ჩანაცვლდებიან", - განაცხადა დავით ნარმანიამ.



თბილისის მერის განცხადებით, დასუფთავების სამსახურის გაფიცულ თანამშრომლებს, აქვთ მოლაპარაკებები თავიანთ ხელმძღვანელობასთან, შესაბამისად, შეჯერდებიან, რომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.




მოამზადა ნათია ცუხიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016