reportiori.ge - პოლიციელის მკვლელობის გამო, თელავში დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
კვირა, 10 ნოემბერი, 2024. 15:32
სამართალი
პოლიციელის მკვლელობის გამო, თელავში დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდა
ავტორი:
31 დეკემბერი, 2015. 10:21


კახეთის რეგიონის გუბერნატორმის ირაკლი შიოლაშვილის ინფორმაციით, თელავში დღეისთის დაგეგმილი ყველა საახალწლო ღონისძიება გაუქმდა.


შიოლაშვილმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება პოლიციელის მკვლელობის გამო მიიღეს.  


შეგახსენებთ, გუშინ პოლიციის შენობის ეზოში, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სამართალდამცავი გელა ლამაზოშვილი მოკლეს. სროლის შედეგად სამართალდამცავი ქალიც დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.


შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის თანამშრომლის მკვლელობის შესახებ იმიღებული ინფორმაციის შემდეგ, მთავრობის სხდომა დატოვა და თელავში გაემგზავრა.


შს სამინისტროს ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19 109-ე მუხლებით დაიწყო, რაც შესაბამისად, განზრახ მკვლელობას და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016