reportiori.ge - „კულტურის, თავდაცვისა და განათლების მინისტრები უნდა შეიცვალოს!“ - ხათუნა ხოფერია მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 03:53
პოლიტიკა
„კულტურის, თავდაცვისა და განათლების მინისტრები უნდა შეიცვალოს!“ - ხათუნა ხოფერია მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე
30 დეკემბერი, 2015. 17:16


ყოფილი პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია „რეპორტიორთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ სამინისტროებში საკადრო ცვლილებები აუცილებელია და ის რამდენიმე უწყებას ასახელებს სადაც მისი აზრით, ამ რეფორმის გატარება უნდა მოხდეს.


„ვფიქრობ, ძალიან ბევრმა მინისტრმა საკუთარი თავი ამოწურა. უპირველეს ყოვლისა, ცვლილება უნდა მოხდეს კულტურის სამინისტროში და შეიცვალოს კულტურის მინისტრი. რამეთუ პირადად ჩემი მოსაზრებით,  ვერ ვხედავ ვერანაირ კულტურულ განვითარებასა და კულტურულ პროექტებს,   ვხედავ იმას, რომ კულტურის სამინისტროს მართავს პიროვნება, რომელიც არმგონია მისაღები იყოს ქართული კულტურისთვის, ხელოვნებისთვის და ზოგადად ახალგაზრდებისთვისაც კი.

 

აუცილებლად უნდა შეიცვალოს თავდაცვის მინისტრი. ეს პიროვნება არ შეიძლება ამ თანამდებობაზე იყოს, რადგან მან არ იცის როგორ უნდა სცეს პატივი ქართულ ჯარს. მან ეტყობა  მხოლოდ და მხოლოდ ის იცის, თუ როგორ უნდა აყაროს ღირსება ქართულ ჯარს, თავისი პირადი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.

 

ალბათ, უნდა შეიცვლოს განათლების მინისტრიც.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ახალი მინისტრი ჰყავს და ვფიქრობ, რომ ეს ისეთი სამინისტროა, რომელსაც დრო სჭირდება, რომ გაერკვე და საბოლოოდ გადაწყვიტო  არის თუ არა პოსტზე ღირსეული მინისტრი. ზუსტად ვიცი, რომ არ უნდა შეიცვალოს ჯანდაცვის მინისტრი", -აცხადებს ხათუნა ხოფერია.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016