ყოფილი პარლამენტის წევრი ხათუნა ხოფერია „რეპორტიორთან" საუბრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოღვაწეობას აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კეთილდღეობის კუთხით მან მრავალი წინგადადგმული ნაბიჯი განახორციელა.
„არ შემიძლია ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ჩემი დამოკიდებულება არ გამოვხატო, პრაქტიკულად სამი წლის განმავლობაში საქართველოს ჰყავდა პრემიერი, რომელიც ძალიან გახსნილად, გულღიად და მართლა კახურად ამბობდა სიმართლეს, ყველა იმ მოვლენასთან დაკავშირებით რაც „ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ხდებოდა . მინდა გითხრათ, რომ მან ბევრი რამ გააკეთა ისეთი, სხვებმა რაც არ უნდა მოინდომონ ძალით ვერ მიიწერენ, თუნდაც მის ხელში ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესი, აბრეშუმის რკინიგზის გაშვება და სხვა უამრავი რამ რაც მართლა დადებითად აისახება საქართველოს სამომავლო ცხოვრებაზე. ასე რომ პირადად ჩემგან დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს,-„აღნიშნავს ხათუნა ხოფერია.