„იმხელა რესურსით წავიდა ირაკლი თანამდებობიდან, რომ მას თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში ჩამოაყალიბოს ახალი გუნდი", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას აცხადებს. როგორც ივანიშვილმა „20/30"-ში საუბრისას განმარტა, ირაკლი ღარიბაშვილს აქვს არჩევანი, სურვილის შემთხვევში მას შეუძლია დაუბრუნდეს გუნდს, ან ჩამოაყალიბოს ახალი პარტია და ქვეყანას დაეხმაროს სწორი მიმართულებით განვითარებაში.
„ირაკლის საკუთარ გუნდში ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს. თუკი გუნდს გაუჭირდება, ის ნებისმიერ დროს დაუდგება გუნდს გევრდში და დაეხმარება. მას ამის სურვილი აქვს და ჩემთან საუბარშიც უთქვამს. თუ სურვილი გაუჩნდება ირაკლის გუნდი მას სიხარულით დაიბრუნებს და მიიღებს.
გარდა ამისა, ირაკლის თუ სურვილი გაუჩნდება სხვა გუნდის ჩამოყალიბების, მას შეუძლია ასე მოქიცეს. იმხელა რესურსით წავიდა ირაკლი თანამდებობიდან, რომ მას თავისუფლად შეუძლია ნებისმიერ სიტუაციაში ჩამოაყალიბოს ახალი გუნდი. მას ამის რესურსი გააჩნია და მის წასვლაში ერთ-ერთი ყველაზე სიანტერესო ეს არის. გაჩნდა კარგი, ძალიან ღირსეული სათადარიგო მოთამაშე საქართველოს პოლიტიკაში. მას შეუძლია ჩამოაყალიბოს პარტია და დაეხმაროს ქვეყანას სწორი მიმართულებით განვითარებაში ან დაუბრუნდეს საკუთარ გუნდს. მას აქვს არჩევანი. ქვეყანას გაუჩნდა არჩევანი", - განაცხადა ივანიშვილმა.