„გიორგი რომ იყო კარგი ეკონომისტი და ფინანსისტი ძალიან კარგად ვიცოდი. არ ვიცოდი მეორე ნაწილი, თუ როგორი დიპლომატი იყო და არ დავალავ, რომ გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ გიორგის ამ ნაწილში გამომჟღავნებით", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილზე საუბრისას აცხადებს. როგორც ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განმარტა, სავარაუდოდ, ეს ყველაფერი გახდა მიზეზი, რომ სახელისუფლებო გუნდს არჩევანი კვირიკაშვილზე შეეჩერებინა.
„პოლიტიკურ გუნდს ჩემთან კონსულტაციები არ გაუვლია და არც უნდა გაევლო. მაგრამ გაიარა კონსულტაციები კვირიკაშვილთან და გადაწყვეტილებაში მონაწილეობა მიიღო გუნდის ყველა წევრმა.
ჩემთვის კვირიკაშვილის საგარეო საქმეთა მინისტრობა იყო ძალიან დიდი აღმოჩენა. ვფიქრობ მისთვისაც აღმოჩენა იყო და ევროპელებისთვისაც. საგარეო საქმეთა მინისტრობის მოკლე პერიოდში გიორგიმ აჩვენა თავის ის ნაწილი, რომელიც ამოუცნობი იყო. გიორგი რომ იყო კარგი ეკონომისტი და ფინანსისტი ძალიან კარგად ვიცოდი. არ ვიცოდი მეორე ნაწილი, თუ როგორი დიპლომატი იყო და არ დავალავ, რომ გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ გიორგის ამ ნაწილში გამომჟღავნებით. საოცარი სიგნალები მოდიოდა ამერიკიდან და ევროპიდან. ალბათ ეს ყველაფერი იყო საფუძველი, რომ გიორგიზე გაკეთებულიყო არჩევანი", - განაცხადა ივანიშვილმა.