„ალეკო ელისაშვილის მიერ წამოწეული თემა კეთდება გიორგი მარგველაშვილის ხელით და ამ ყველაფრის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა", - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა შეწყალების კომისიის გარშემო მიმდინარე პროცესებზე საუბრისას „20/30"-ის ეთერში განაცხადა.
„ელისაშვილის პრობლემა მარტივია ასახსნელად. ეს კაცი გამოდის და რაღაც აღმოჩენებს აკეთებს. ერთი და იგივე ხალხისგან, ერთი და იმავე ჯგუფისგან არის ეს ორგანიზებული და ცდილობენ დაადგინონ, რაც "ნაციონალურ მოძრაობას" და "რუსთავი 2"-ს აწყობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ იყვნენ. მათ უნდათ დაამახინჯონ პოლიტპატიმრებთან დაკავშირებული პროცესი ისე, თითქოს ფულის გასაკეთებლად მოხდა მთელი ეს პროცესი. მურუსიძის თემა და ეს თემა ერთი და იმავე ხალხმა აწია ძალიან მაღლა". ამ ყველაფრის უკან დგას "ნაციონალური მოძრაობა" და მათ თამაშს თამაშობენ. ეს ყველაფერი პრეზიდენტ მარგველაშვილის ხელით კეთდება", - განაცხადა ივანიშვილმა.