reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: მარგველაშვილმა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება მოისურვა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:42
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: მარგველაშვილმა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება მოისურვა
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 22:37


„პრეზიდენტს უნდოდა საკუთარი გუნდის უფროსი ყოფილიყო",  - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა „20/30"-ში საუბრისას განაცხადა და განმარტა, რომ „დაპირისპირების მიზეზი სწორედ ეს გახდა".


როგორც ივანიშვილმა განაცხადა, პრეზიდენტი საოცარ უფლებებს ითხოვდა და სურდა ყოფილიყო პრემიერის უფროსიც, თუმცა, მას ეს უფლებები კონსტიტუციით არ გააჩნდა. აქედან გამომდინარე, ივანიშვილი მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა გადაწყვიტა ზეგავლენის მოხდენა სასამართლო სისტემაზე.


„არ უნდა ჩაერიოს ხელისუფლების არც ერთი შტო სასამართლოს საქმიანობაში. სასამართლოი თვითონ არის ხელისუფლების ერთ-ერთი ნაწილი. ეს მოვახერხეთ ჩვენ და ჩემი აზრით, რაც ხდება დღეს მურუსიძის თემასთან დაკავშირებით, სწორედ რომ დაირღვა ის, რასაც მე ვცდილობდი არ დარღვეულიყო. ხელისუფლების ნაწილმა და პრეზიდენტი არის ხელისუფლების ნაწილი, აშკარად გამოკვეთილად დაიწყო სასამართლოზე ზეგავლენის მოპოვების მცდელობა.

 

სწორედ რომ პრეზიდენტმა, რომელმაც დასაწყისშივე, მოსვლისთანავე და ჩვენი პოლემიკის და დაპირისპირების მიზეზიც, თუ გნებავთ ეს იყო, მოისურვა სააკაშვილზე მეტი ხელისუფლება.

 

თავის დროზე უსუფაშვილს 7-ჯერ დავაწერინეთ კონსტიტუცია თუ რა უფლებები შეიძლება ჰქონოდა პრეზიდენტს საპარლამენტო რესპუბლიკაში. პრეზიდენტმა შვიდივეზე უარი თქვა და რაღაც საოცრებებს ითხოვდა და ის, რომ პრეზიდენტმა მოახერხა საკუთარ გუნდთან დაპირისპირება, მიზეზი სწორედ ეს გახლავთ, რომ მას უნდოდა უფროსი ყოფილიყო ამ გუნდის. მას სურდა ყოფილიყო პრემიერის უფროსიც და ეკარნახა. ამის მაგალითები ბევრია. ამას ვერ ახერხებდა და ამ პროცესში სასამართლოზე გადაწყვიტა ზეგავლენის მოხდენა. ამას ემსახურება ახლა მურუსიძის პროცესი", - განაცხადა ივანიშვილმა. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016