„კოალიცია ერთად თუ ცალ-ცალკე "განწირულია" მოგებისთვის და ამ არჩევნებს დიდი ანგარიშითაც მოიგებს", - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ არავითარი არგუმენტი კოალიციის დაშლისა არ არსებობს.
„დღეს ვერავითარ არგუმენტს ვერ ვხედავ იმის, რომ კოალიცია დაიშალოს. ამის აუცილებლობა არ არის. თეორიულად, ასეც თუ მოხდება, ამაში არავითარი დრამატიზება არ იქნება. ყველა შემთხვევაში და ყველანაირად, კოალიცია და კოალიციაში შემავალი ძალები არიან ყველაზე პროგრესულები და საზოგადოებას მათ ეს დაუმტკიცეს. დიდი ალბათობით კოალიცია შენარჩუნდება, თუმცა თუ დაიშლება, ამაში ვერაფერ დრამატულს ვერ ვხედავ. დაშლის შემთხვევაშიც, ძირითადი მოთამაშე კოალიციაში შემავალი ძალები იქნებიან და მიიღებენ ამომრჩევლების ძირითად ხმას. კოალიცია ერთად თუ ცალ-ცალკე "განწირულია" მოგებისთვის და ამ არჩევნებს დიდი ანგარიშითაც მოიგებს", - განაცხადა ივანიშვილმა.