reportiori.ge - ბიძინა ივანიშვილი: თბილისი არის ძალიან რთული სამართავი
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:43
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: თბილისი არის ძალიან რთული სამართავი
ავტორი:
30 დეკემბერი, 2015. 23:13


"ნარმანიას მე ვაფასებ ძალიან დადებითად და მასზე დღესაც იგივე შემიძლია ვთქვა, რაც მითქვამს მანამდე",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „20/30"-ის ეთერში დედაქალაქის მერის საქმიანობის შეფასებიბსას განაცხადა.


ივანიშვილის თქმით, მისთვის აღმოჩენა იყო, რომ თბილისი არის ძალიან რთული სამართავი ქალაქი და სირთულით იგი ყველა სამინისტროს აღემატება. მისივე განცხადებით, დედაქალაქში საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს და დავით ნარმანიას მიმართ გამოთქმული კრიტიკის ძირითადი ნაწილი დიდწილად ობიექტური პრობლემებიდან გამომდინარეობს.

 

„ნარმანიას მე ვაფასებ ძალიან დადებითად და მასზე დღესაც იგივე შემიძლია ვთქვა, რაც მითქვამს მანამდე. ამის წინ მინიშნებაც მივეცი და შენიშვნად ჩათვალეს, როდესაც ვთქვი, რომ მეთოდურია. ნარმანია თავისი მოღვაწეობით არის მეცნიერი, მეცნიერებიდან წამოვიდა ის პოლიტიკაში და შესაძლოა მთლიანად ეს შელეიფი ვერ მოიშორა. ზედმეტად მკვლევარია, მაგრამ ეს არ აზარალებს იმას, რასაც აკეთებს ნარმანია. შერიძლება ცოტას აყოვნებს, ცოტას აფერხებს, შეიძლებოდა უფრო ცეცხლის დანთება, მაგრამ საერთო ჯამში ნარმანიას სახით ჩვენ გვყავს ხალხის სამსახურში მდგარი პოლიტიკოსი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016