"ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი" განცხადებას ავრცელებენ. წყლის კომპანიები, მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, გამრიცხველიანებულ საყოფაცხოვრებო აბონენტებს აფრთხილებენ.
"ზამთრის სეზონზე, განსაკუთრებით 2016 წლის 1- დან 5 იანვრის ჩათვლით, მოსალოდნელ ყინვასთან დაკავშირებით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის აბონენტებმა, ყინვის დროს, წყალსადენის სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი რეკომენდაციები და მითითებები: იმ საყოფაცხოვრებო აბონენტებმა, რომლებიც სარგებლობენ მრიცხველით, სასურველია შეფუთონ მათ კუთვნილებაში არსებული, ზედაპირულად და ღია სივრცეში განლაგებული წყალსადენის ქსელები და აღრიცხვის კვანძები. ასევე, რეკომენდირებულია, დატოვონ ონკანი მოშვებული წყლის მცირე ჭავლით. აღნიშნულ თარიღებში, ყოველ აბონენტს, მათი მოთხოვნის საფუძველზე, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", "რუსთავის წყალი" და "მცხეთის წყალი" ჭარბი წყლის დარიცხულ საფასურს დაუკორექტირებენ", - ნათქვამია წყლის კომპანიების განცხადებაში.