reportiori.ge - 31 დეკემბერი - იპოლიტე ხვიჩიას დაბადების დღეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 04:12
კულტურა
31 დეკემბერი - იპოლიტე ხვიჩიას დაბადების დღეა
ავტორი:
31 დეკემბერი, 2015. 12:56




ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი იპოლიტე ხვიჩია 1910 წლის 31 დეკემბერს, სოფელი კონტუათში, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტში დაიბადა.


1934 წელს დაამთავრა თბილისის სამრეწველო-ეკონომიური ტექნიკუმი. 1932-1936 წლებში იყო წულუკიძისა და გეგეჭკორის რაიონული თეატრების მსახიობი. ასრულებდა ძირითადად კომედიურ როლებს: ქუჩარა და ხარიტონი (პ. კაკაბაძის "ყვარყვარე თუთაბერი", "კოლმეურნის ქორწინება"), ტრუფალდინო და მარკიზი ფორლიპოპოლი (კ. გოლდონის "ორი ბატონის მსახური", "სასტუმროს დიასახლისი"), ნაცარქექია (გ. ნახუცრიშვილისა და ბ. გამრეკელის "ნაცარქექია"), კოხტაია (ა. ცაგარელის "რაც გინახავს ვეღარ ნახავ!") და სხვა.


1961-1966 წლებში შ. რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე შეასრულა შაქროსა (ო. მამფორიას "მეტეხის ჩრდილში") და სპირიდონის (ნ. აზიანის "უკანასკნელი მასკარადი") როლები.


1956 წლიდან იღებენ კინოში. როლები: ალმასხანი ("საბუდარელი ჭაბუკი", 1957), იპოლიტე ნემსაძე ("მანანა", 1958), კუჭკუჭი ("ბურთი და მოედანი"), ქორიძე ("თხუნელა", 1962), მელიტონი ("თოჯინები იცინიან", 1963), სანდრო ("არ იდარდო!"), ბონდო დოლაბერიძე ("ფეოლა", 1970), იპოლიტე ("მხიარული რომანი", 1972), ვარლამი ("პირველი მერცხალი", 1975), კაჟა ბულავა ("დათა თუთაშხია") და სხვა.


გამოდიოდა ესტრადაზე. მისი შემოქმედება მაყურებელს ხიბლავდა თავისი უბრალოებითა და ბუნებრიობით.


იპოლიტე ხვიჩია 1985 წლის 1 თებერვალს, თბილისში გარდაიცვალა. დაკრძალულია  საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.




 

01 თებერვალი, 2016. 02:27
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016